საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გენიალური კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო, მის ოჯახს, კოლეგებსა და საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ყველა დროის საუკეთესო ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, კინემატოგრაფის ჭეშმარიტი ადეპტის, გენიალური ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.
„აღარ არის ლეგენდარული ოთარ იოსელიანი, მსოფლიო ბრენდის – „ქართული კინოს“ სახელოვანი თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა მნათობი, ყველა დროის საუკეთესო ქართველი კინორეჟისორი, კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი ადეპტი, მსოფლიო აღიარების მქონე შემოქმედი, ბერლინის, კანის, ვენეციის კინოფესტივალების სხვადასხვა პრიზის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, რომელმაც კინოსაგანძურში 22 მხატვრული და დოკუმენტური ფილმი დაგვიტოვა, მათ შორის: საქართველოში გადაღებული „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, საფრანგეთში გადაღებული „მთვარის ფავორიტები“, „და იქმნა ნათელი“, „პეპლებზე ნადირობა“, რომლებშიც მთელი სიცხადით იგრძნობა ქართული კავშირები. მისი შემოქმედება მსოფლიოს საუკეთესო ფილმების ნუსხაშია შეტანილი. დაუვიწყარია მისი გენიალური ფილმები, რომლებსაც ოთარ იოსელიანი იდუმალებით, ჩვეული მშვიდი გულწრფელობითა და მათემატიკური სიზუსტით აგებდა, უჩვენებდა ისეთ რეალობას, რომელიც ხშირად, იმდროისთვის, მიუღებელი იყო. ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და თანამშრომლების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, კელეგებს და საზოგადოებას“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარში.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...