საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეცნიერების ფესტივალზე წარმატებით გამოვიდა
„ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მდინარის მოტივტივე ტურბინის მოდელი, ახალი სახეობის მზის ელემენტები, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები, ჭკვიანი მორწყვის სისტემა Arduino UNO, ტრანსფორმირებად სახის რეფლექტორული ანტენის ჩარჩოს კონსტრუქციული გადაწყვეტის ამოცანა, ჭკვიანი კარის მოდელი Arduino UNO, თვითმფრინავის ძრავის დისტანციური მართვა, კომპიუტერების მუზეუმი, რეალური ხიდის კონსტრუქცია და სხვადასხვა ვარიანტის ხიდების 3D ანიმაცია, პორტატიული ნიტრატ-ტესტერი სასოფლო-სამეურნეო კვების პროდუქტებისათვის, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, საქართველოს მინერალები, ქანები და მადნები, კომპოზიციები, პროექტები, მაკეტები, – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ექსპოზიციიდან, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტისა და 15 ინსტიტუტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა წარადგინეს გორში მეცნიერების ფესტივალზე.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალის ფარგლებში ერთგვარად შეჯამდა მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით მიღწევები”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ მეცნიერების ფესტივალში საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში ტარდება მეცნიერების ფესტივალი – “ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”.

ფესტივალი 16 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყო და 19 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.
26 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში გორში გაიმართა ღონისძიება, სადაც დამთვალიერებლების წინაშე წარდგა ფესტივალის ორგანიზებაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი პარტნიორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების წვლილი ახალგაზრდა თაობის მკვლევართა აღზრდაში უსაზღვროდ დიდია.
თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, გლობალური კოლაბორაციის ფარგლებში, წარმატებით ახორციელებენ საერთაშორისო პროექტებს მსოფლიოს ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი და J-PARC-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ახალგაზრდა მკვლევრების მაღალკვალიფიციურობას.
„საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს, რაც მომავალ მეცნიერებს ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის განვითარებისა და წარმატებისთვის. გვჯერა, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს მხარდაჭერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები ჯეროვნად გამოიყენებენ და საქართველოს სახელს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატებით გაიტანენ“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე.
მეცნიერების ფესტივალზე – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ექსპოზიციებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
Related
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...