საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ დიმიტრი კუჭუხიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მკვლევრისა და პედაგოგის, დიმიტრი კუჭუხიძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს კუჭუხიძის ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს.
78 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი დიმიტრი კუჭუხიძე. მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, რომელმაც მრავალი წარმატებული და მაღალკვალიფიციური კადრი აღზარდა.
დიმიტრი კუჭუხიძეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი 54 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა, როგორც მაღალკვალიფიციურმა, დიდბუნებოვანმა კოლეგამ და შესანიშნავმა პედაგოგმა.
სამძიმარს ვუცხადებთ, კუჭუხიძეების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს და ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს“, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
დიმიტრი კუჭუხიძე დაიბადა 1946 წელს. 1970 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო ფაკულტეტის თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობით. იმავე წელს დაიწყო მუშაობა თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის კათედრაზე, 1985 წლიდან კი მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტად. 2021 წლიდან დღემდე იყო ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად იყო სათბობის ეკონომიის საკითხები და ეკოლოგიის, კერძოდ, გამონაბოლქვი აირების გაწმენდის საკითხები. არის 20-ზე მეტი ნაშრომის ავტორი.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....