სტუ-ის დეკანი – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არის მომავალის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პლატფორმა
„ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არის მომავალის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც აყალიბებს ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის მომზადებულ, კრიტიკულად მოაზროვნე და ინოვაციაზე ორიენტირებულ თაობას. საზოგადოებისთვის, რომლის მიზანია იყოს კონკურენტუნარიანი და ტექნოლოგიურად განვითარებული, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მართვის სისტემების, როგორც პროგრესის ბირთვის, შესწავლა აუცილებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე 72 წელია ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოა. 2025/2026 სასწავლო წლისთვის მივიღებთ პირველ ნაკადს კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ფაკულტეტი ახორციელებს ბიოსამედიცინო ინჟნერიის ინგლისურენოვან ABET აკრედიტებულ პროგრამას და პარალელურად ABET აკრედიტაციისათვის ვამზადეთ 5 პროგრამას: ბიოსამედიცინო ინჟნერია (ქართული), კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისური და ქართული), კომპიუტერული ინჟინერია (ინგლისური და ქართული). ასევე, CIF პროექტის ფარგლებში მზადდება ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიქმნა IoT-სისტემების და დისტანციური სწვალების ლაბორატორიები, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა 3 კომპიუტერული ლაბორატორია.
კურსდამთავრებულთა ფონდის მხარდაჭერით სრულად განახლდა ბიოსამედიცინო ინჟნერისს დეპარტამენტის სააუდიტორიო და ლაბორატორიული ფონდი.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს ფაკულტეტს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს კომპიუტერული ინჟინერიის ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამის მიმართულებით. პროფესორი თალიკო ჟვანია, კიდევ ერთხელ ულოცავს იმს-ის ფაკულტეტის სტუდენტებს, ძიუდოისტ ზაურ დვალაშვილს, საქართველოს ჩემპიონს, აბუ დაბის გრანდ სლემზე ვერცხლის მედლის და ასევე მსოფლიოს საუნივერსიტეტო თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს მორიგ წარმატებას, ასევე, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრს ლაშა მაისურაძეს ევროპის ჩემპიონობას და გამარჯვებებს უსურვებს მათ.
„2024/2025 სასწავლო წელი ჩვენი ფაკულტეტისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. ფაკულტეტის ორგანიზატორობით ოთხი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2024”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა სტუდენტებმა; დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“; მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციას ნანოტექნოლოგიების მიმართულებით – „Nano 2024“; ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კომუნიკაცია და ქსელები“, რომლის ძირითადი ორგანიზატორი ჩვენი ფაკულტეტის პროფესორებთან ერთად იყვნენ მსოფლიოს უდიდესი ტექნიკურ პროფესიული ორგანიზაციი ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის აი-ტრიპლ-ის წევრები. მიმდინარე წელს ჩავატარეთ სამეცნიერო ფორუმი „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“. სტუდენტების მხარდასაჭერად გრძელდება სტაჟირების პროგრამა, სადაც სტუდენტებისთვის გამოყოფილია სახელოსნო და სტაჟირების სივრცე. ფაკულტეტზე ხორციელდება პროექტები – “სტუდენტი სტუდენტისთვის”, “პროფესორი პროფესორისათვის”. ჩამოყალიბდა კიბერსპორტის კლუბი. 200-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა 89-ე სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში. ჩვენი კურსდამთავრებულები ფორბსის მიერ შერჩეულ 30 საუკეთესო ახალგაზრდას შორის მოხვდნენ. ჩვენი კურსადმთავრებული ლადო ბიწაძე ჟენევაში AI for Good-ის სამიტზე წლევანდელი Innovate for Impact-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენებისათვის. ჩვენი პროფესორები ჩართულნი არიან ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტში – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR), პროექტის ფარგლებში წელს სამუსაო შეხვედრები გაიმართა სომხეთსა და საქართველოში. ახალ სასწავლო წელს ახალი შემართებით ვხვდებით, წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებსა და კოლეგებს”, – აცხადებს დეკანი.
2024/2025 სასწავლო წელს, იმს ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, დასრულდა ან მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, მათ შორის:
- პოტენციალთა მეთოდის გამოყენება შერეული და ბზარის ტიპის დინამიკის ამოცანებში ერთგვაროვანი, არაერთგვაროვანი და კომპოზიტური დრეკადი სტრუქტურებისათვის;
- მოძრავი ობიექტის იდენტიფიკაცია რეალურ დროში;
- მრავალფუნქციური შენადნობებისათვის ბორშემცველი კომპლექსური ლიგატურის შემუშავება ფოლადსაგლინავი წარმოების ნარჩენების ფუძეზე მაღალტემპერატურული სინთეზისა და მეტალურგიის მეთოდებით;
- ვირუსული ნაწილაკების ოპტიკური სპექტრების განსაზღვრის ეფექტური მეთოდის შემუშავება.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...