სტუ-ის მაგისტრანტი თბილისის ურბანულ ნარგაობებში არსებულ დიდტანიან მერქნიან მცენარეებს იკვლევს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის – მაგისტრატურა, აგრარული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ანდიაშვილი მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის ინოვაციური მეთოდის პრაქტიკაში გამოყენებაზე მუშაობს.
გიორგი ანდიაშვილის სამაგისტრო თემის — „იმპულსური ტომოგრაფია – მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის კვლევის ინოვაციური მეთოდი. პრაქტიკული გამოყენება“ — ხელმძღვანელია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირინე დანელია.
გიორგი ანდიაშვილის თქმით, პროექტის მიზანია, თბილისის ურბანულ ნარგაობებში პოტენციური რისკის შემცველი ინდივიდების გამოვლენა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდის – იმპულსური ტომოგრაფიის გამოყენებით.
„პირველი ეტაპი დაეთმობა საველე გასვლების დაგეგმვას. დადგინდება ზუსტი ლოკაციები და მოინიშნება საკვლევი ხეები. მომდევნო ეტაპზე, იმპულსური ტომოგრაფის გამოყენებით ჩატარდება ხეების კვლევა. შეგროვდება ნიმუშები, ჩატარდება მათი ენტომოლოგიური და ფიტოპათოლოგიური კვლევა. თბილისის ურბანულ ნარგაობებში არსებული დიდტანიანი მერქნიანი მცენარეების კვლევა, ადრეული დიაგნოსტიკისა და მოსალოდნელი რისკების შეფასების მიზნით, მეტად აქტუალური და მოთხოვნადია. ასევე, მნიშვნელოვანია მცენარეების მავნე ორგანიზმების (მავნებლები, პათოგენები) კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება. კლიმატის ცვლილების ტენდენციები და სხვადასხვა აბიოტური სტრესორები სერიოზულ გავლენას ახდენს ერთის მხრივ, მცენარეთა ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ, მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და ქცევაზე. ყოველივე განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ქალაქის ბაღ-პარკებსა და რეკრეაციულ ზონებში არსებულ დიდტანიან, ისტორიული მნიშვნელობის მქონე მერქნიან მცენარეებს. იმპულსური ტომოგრაფიის პრაქტიკაში დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის შესაბამისი სამსახურების მიერ დროული და ეფექტური ღონისძიებების გატარებას“, – აცხადებს მაგისტრანტი.
იმპულსური ტომოგრაფია ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდია, რომელიც ეფექტიანად გამოიყენება მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის და ურბანული გამწვანებისთვის დადებითი შედეგების მომტანია.
„მსოფლიოში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ურბანულ გარემოში ცხოვრობს. ურბანიზაციის ტემპისა და მასშტაბების მატებასთან ერთად მატულობს ხმაურის დონე, ჰაერის გაჭუჭყიანება, ხოლო მცენარეული საფარი პირიქით, მცირდება. ცნობილია, რომ ურბანული სივრცეების გამწვანება აუმჯობესებს ქალაქის მიკროკლიმატს, ამიტომ აუცილებელია არსებული ხელოვნური ნარგაობების შენარჩუნება, მათი მუდმივი მონიტორინგის და დროული ეფექტური ღონისძიებების შემუშავების გზით. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ საქმეებს ამარტივებს და უფრო ხარისხიანს ხდის. სამაგისტრო მიგნებები გამოყენებული იქნება ურბანულ გარემოში ჭადრის Platanus spp. ნარგაობების მართვის პროტოკოლის შესამუშავებლად. გამოკვლეულ ხეებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების მიზეზების დადგენა (პათოგენების იდენტიფიკაცია) ხელს შეუწყობს ამ დაზიანებების შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავებას“, — აცხადებს გიორგი ანდიაშვილი.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...