სტუ-ის მეცნიერმა უკაშხალო ჰესი და მის ბაზაზე ელექტროენერგიის გენერაციის კომბინირებული სისტემა შექმნა
„ახალი უკაშხლო ჰიდროელექტროსადგური და მის ბაზაზე გამოსამუშავებელი ელექტროენერგიის კომბინირებული სისტემა“ – ამ სათაურით გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ სტუ-ის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, საპატიო დოქტორის, პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მეცნიერი მის ახალ გამოგონებაზე საუბრობს.
როგორც გოგი კვარაცხელია ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ახალი გამოგონება, ენერგეტიკის დარგს განეკუთვნება.
მისივე თქმით, გამოგონება განახლებადი ენერგიის წყაროებს შეეხება და განკუთვნილია ელექტროენერგიის გენერაციისათვის მდინარეებში თავისუფლად მომდენი წყლის ნაკადებიდან, ან წყლის, ქარის და მზის ენერგიებიდან ელექტროენერგიის კომბინირებულად გამოსამუშავებლად.
ცნობილია, რომ გოგი კვარაცხელია წლების განმავლობაში მუშაობს ახალი ტიპის საფრენ აპარატებზე, თუმცა ყოველთვის მუდმივი დენის ენერგიაზე იყო ორიენტირებული და საფრენი აპარატების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, სწორედ მუდმივი დენის ენერგია მიაჩნდა. მეცნიერი ახალ გამოგონებაზე ვრცლად საუბრობს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 15 მარტის ნომერში.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...
