სტუ-ის მეცნიერთა კვლევამ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
პროექტის — „ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური კვლევა და ახალი, მაღალეფექტური მოწყობილობების დაპროექტება“ — ხელმძღვანელია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკის განყოფილების უფროსი, პროფესორი ვიქტორ ზვიადაური, ხოლო კოორდინატორია მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მერაბ ჭელიძე.
პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის აღმასრულებელი მდივანი ალექსანდრე დიდებულიძე, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი მირიან ცოცხალაშვილი, სამთო და გეოინჟინერიის დოქტორი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნანა დოლიძე და სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი გელა ჯავახიშვილი, ხოლო პროექტის უცხოელი კონსულტანტია პროფესორი გრიგორი პანოვკო.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორის, ვიქტორ ზვიადაურის თქმით, პროექტი მოიცავს ფხვიერი მასალის ვიბრაციული სატრანსპორტო ტექნოლოგიური (ვსტ) პროცესის განზოგადებული მათემატიკური მოდელის დამუშავებასა და იდენტიფიკაციას, პროცესის ზოგად გამოკვლევას მათემატიკური მოდელირებით და, ასევე, განზოგადებული მათემატიკური მოდელის დაყვანას პროექტით გათვალისწინებული ვსტ პროცესების (სამი სხვადასხვა მოწყობილობის) მათემატიკურ მოდელებზე, ამასთან, თითოეული პროცესის მათემატიკური მოდელირების და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას.
როგორც ვახტანგ ზვიადაური აცხადებს, დაგეგმილია მანქანისა და მოწყობილობების ახალი, მაღალმწარმოებლური კონსტრუქციების დაპროექტება და პროექტების საფუძველზე ახალი ვსტ მანქანისა და მოწყობილობების ლაბორატორიული ნიმუშების დამზადება, ხოლო ნიმუშებზე — ექსპერიმენტების ჩატარება.
„საპროექტო პრობლემატიკა უკავშირდება ფხვიერი სამთამადნო და სამშენებლო მასალების გადამუშავების და გამდიდრების ტექნოლოგიური პროცესების კვლევას და მოწყობილობების დამუშავება-შექმნას. ამასთან დაკავშირებით, დაგეგმილია პუბლიკაციები, პატენტები, მოხსენებები, მოწყობილობების ფიზიკური ნიმუშები, რაც დადებითად წარმოაჩენს ფაკულტეტს და უნივერსიტეტს, ხელს შეუწყობს ყველა საფეხურის სტუდენტების სალექციო და პრაქტიკულ ჩართულობას კვლევის თეორიულ და გამოყენებით ასპექტებში. ქვეყნის მასშტაბით, დაპროექტებული და შექმნილი ახალი მოწყობილობების, როგორიცაა: ვიბრაციული მოწყობილობა ახალი მუშა ორგანოთი და ახალი ვიბროამძრავით, ვიბროკონვეიერი ხრახნული მუშა ორგანოთი, ფხვიერ-თხევადი მასალის გამამკვრივებელი ვიბრაციული მოწყობილობა, ფიზიკური ნიმუშები შეთავაზებულ იქნება საქართველოს სამთამადნო და სამშენებლო კომპანიებისთვის“, — აღნიშნავს ვიქტორ ზვიადაური.
პროექტი — „ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური კვლევა და ახალი, მაღალეფექტური მოწყობილობების დაპროექტება“ — სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....