სტუ-ის მიშელ მუსხელის კლუბმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება — „საქართველო, გმირების სამჭედლო“ ჩაატარა
„9 აპრილი თავისუფლების, მეგობრობის, სამშობლოს სიყვარულისა და მომავლის იმედის საწყისია. 9 აპრილი არის ერთგულების, ვაჟკაცობის სიმბოლო. ეს არის ცრემლიანი სიხარულის დღე – მტერი ეცადა, მაგრამ ვერ აჩეხა ქართული გმირული სული! ჩვენ, მომავალმა თაობამ საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ და აუცილებლად უნდა გვახსოვდეს წარსული, პატივი მივაგოთ გმირებს“, — ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილი) სტუდენტური კლუბის პრეზიდენტმა სანდრო ჭადაშვილმა განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 9 აპრილის მონაწილეებს და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს შეხვდნენ.
ღონისძიება – “საქართველო, გმირების სამჭედლო”, რომელსაც ესწრებოდნენ ვეტერანები: მალხაზ თოფურია,ზაირა მიქატაძე, მალხაზ ჩემია, გური ზაქარეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები, გახსნა მიშელ მუსხელის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტმა. როგორც სანდრო ჭადაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, 21 გმირი საბჭოთა რეჟიმის დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირა, უამრავი დაშავდა, მოიწამლა.
“სტუდენტები, რომლებიც წინ აღუდგნენ უსამართლობას და თავი შესწირეს თავისუფლებისათვის ბრძოლას, ჩვენი ტოლები იყვნენ. მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს, ხერხემალში გადაამტვრიეს იმპერია. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ მომხდარი და არ გვაქვს უფლება თავდაუზოგავად არ ვემსახუროთ სამშობლოს. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგ, ვაშენებთ ქვეყანას, წინ მივიწევთ, მალე ევროკავშირის წევრი გავხდებით და ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა ათასობით თავდადებული ადამიანის თავგანწირვა. დღეს ჩვენს ღონისძიებას 9 აპრილის მონაწილენი ესწრებიან, მადლობა მინდა გადავუხადო მათ ყოველი დღისთვის, იმ სულისკვეთებისთვის, რომელმაც ჩვენი სამშობლო გადაარჩინა. დიდება გმირებს და უფალი ფარავდეს საქართველოს”, — განაცხადა სანდრო ჭადაშვილმა.
9 აპრილის ტრაგიკული და გმირული მოვლენების უშუალო და აქტიურმა მონაწილეებმა მამუკა გიორგაძემ, მალხაზ თოფურიამ,ზაირა მიქატაძემ, მალხაზ ჩემიამ, გური ზაქარეიშვილმა სტუდენტებს 9 აპრილის ისტორიული მოვლენის შესახებ ესაუბრნენ. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სტუდენტების კითხვებს გასცეს პასუხი.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...