სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საერთაშორისო სომელიეთა გილდიის პრეზიდენტს ჯოზეფ მილერს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის საერთაშორისო სომელიეთა გილდიის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის ცენტრის მოწვევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფ, საერთაშორისო სომელიეთა გილდიის (International Sommelier Guild, ISG) პრეზიდენტს ჯოზეფ მილერს და სომელიეთა სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სომელიეთა პროფესიის პოპულარიზაციას, განათლების ხარისხის ამაღლებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
რექტორმა და სომელიეთა გილდიის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საერთო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე.
აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუმრებს გააცნო სტუ-ში განხორციელებლული ინოვაციური პროექტები და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება. რექტორის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის ხელი შეუწყოს ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის სტუდენტების პროფესიულ შესაძლებლობებს და დაეხმარება მათ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

დავით გურგენიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის ინდუსტრიის მდგრად განვითარებას, ტურიზმის გაძლიერებას და ქართული ღვინის კიდევ უფრო აქტიურ პოპულარიზაციას მსოფლიო არენაზე.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარების პრიორიტეტებს. მეღვინეობა, როგორც საქართველოს ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, ჩვენთვის არა მხოლოდ ტრადიციის, არამედ სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინტერესის სფეროა. უნივერსიტეტი წლებია მუშაობს ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, რათა მომავალ თაობას მიეცეს შესაძლებლობა ღრმად შეისწავლოს როგორც ტექნოლოგიური პროცესები, ისე ღვინის კულტურის მნიშვნელობა. საერთაშორისო სომელიეთა გილდიასთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, გავაფართოვოთ საგანმანათლებლო სივრცე და უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ სომელიეთა პროფესიული კურსი, რომელიც დააკავშირებს ქართულ მეღვინეობის გამოცდილებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს კურსი არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ პროფესიული პრაქტიკის გაძლიერებას მოემსახურება, რაც მომავალ სომელიეებს საშუალებას მისცემს, გახდნენ საქართველოს ღირსეული წარმომადგენლები გლობალურ მასშტაბზე“, – აცხადებს დავით გურგენიძე.
ISG-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ღვინის უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა, რაც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის როგორც განათლების, ისე ტურიზმისა და ღვინის კულტურის უფრო მეტად განვითარებისათვის. მისი თქმით, საერთაშორისო სომელიეთა გილდია დაინტერესებულია პარტნიორობით, რომელიც მოიცავს ერთობლივ სასწავლო კურსებს, ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებს.
მხარეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საერთაშორისო პროფესიულ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში სომელიეთა პროფესიის პოპულარიზაციასა და ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში.
Related
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...