სტუ-ის რექტორმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გახსნეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის – „ინფორმაციული საზოგადოება“ – დამაარსებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გახსნეს.
მემორიალური დაფა ვაკის რაიონში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #20-ში, ცნობილი მეცნიერის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის, გოჩა ჩოგოვაძის საცხოვრებელი სახლის ფასადზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით გაიხსნა. დედაქალაქის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მემორიალური დაფის გახსნის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიმართა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე ათეული წლის განმავლობაში ქართულ დიპლომატიას, მეცნიერებასა და ახალი თაობების აღზრდას ემსახურებოდა. მემორიალური დაფის გახსნის გადაწყვეტილება სწორედ ამ ღირსეული ადამიანის, საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის სახელის უკვდავყოფად იქნა მიღებული. გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას უკვე მიენიჭა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ იმ უდიდესი დამსახურების შესახებ ისაუბრა, რომელიც აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს, როგორც გამორჩეულ მეცნიერს, ნოვატორსა და ყოფილ რექტორს, უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მიუძღვის.
„ბატონი გოჩა ჩოგოვაძე პირველი არჩეული რექტორი იყო და უნივერსიტეტს 1988-1994 წლებში უძღვებოდა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი, როგორც მშობლიური ალმა-მატერის, ასევე, ჩვენი ქვეყნის წინაშე. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მისი თაოსნობით, უნივერსიტეტში მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა დაარსდა. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე პარიზში, იუნესკოს განათლების სექტორის ინფორმატიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. წლების მანძილზე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში, იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, ასევე, იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და მისი ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა იუნესკოს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მისიას. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე მუდმივად ზრუნავდა საერთაშორისო სივრცეში საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. მის უდიდეს საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი რეკომენდაციით საქართველო ფრანკოფონიის წევრი ქვეყანა გახდა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს, რომელიც ინფორმატიკისა და ეკონომიკის მიმართულებით ახალგაზრდებს ამზადებს. აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსმა გოჩა ჩოგოვაძემ 20 წლის წინ ჩვენს უნივერსიტეტში დააარსა იუნესკოს კათედრა – „ინფორმაციული საზოგადოება“, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან მის სახელს ატარებს. გამორჩეულია გოჩა ჩოგოვაძის სამეცნიერო მოღვაწეობა – მისი მონოგრაფიები, გამოგონებები, სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები. ის იყო არაერთი ევროპული უნივერსიტეტის, მრავალი საერთაშორისო აკადემიის, ასოციაციის თუ სამეცნიერო საბჭოს საპატიო დოქტორი, ნამდვილი წევრი, საპატიო პრეზიდენტი. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საფრანგეთის „აკადემიური პალმის კომანდორის“ ორდენით, გიორგი ნიკოლაძის მედლით. მადლობას ვუხდით დედაქალაქის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მემორიალური დაფის გახსნისთვის – ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის უდიდეს ძალისხმევას, ღვაწლს, დამსახურებას მშობლიური უნივერსიტეტის, მეცნიერებისა და ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა, დავით გურგენიძემ.
აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ოჯახი, მეგობრები და აღზრდილები ესწრებოდნენ.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...