სტუ-ის რექტორმა მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ დავით ნატროშვილს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს, საერთაშორისო კომპიუტერული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, 230-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 9 სამეცნიერო მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს ავტორს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს დავით ნატროშვილს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა „ოქროს მედალი“ დავით ნატროშვილს აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადასცა.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, დავით ნატროშვილმა არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა და უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში.
რექტორის განცხადებით, დავით ნატროშვილი არის მსოფლიო დონის მათემატიკოსი, რომელიც სხვადასხვა დროს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოღვაწეობდა. იგი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას ეწეოდა გერმანიაში: ქემნიცის, შტუტგარტის, დარმშტადტის, გიოტინგენის, ბერლინის, ობერვოლფახის, ბრაუნშვაიგის, კარლსრუეს, ჰამბურგის, ფრაიბურგის, პოტსდამის, საარბრუკენის, მიუნხენის უნივერსიტეტებში.
ინგლისში: ლონდონის, ბათის, გლაზგოს, მანჩესტერის, სალფორდის, ლიდსის, რედინგის, ბრუნელის, სასექსის უნივერსიტეტებში. იტალიაში, რომის უნივერსიტეტში „La Sapienza“; პორტუგალიაში ავეიროს უნივერსიტეტში.
ამერიკის შეერთებული შტატების ოკლაჰომას (ტალსა), დელავერის (ნიუარკი), როჩესტერის, მიჩიგანის, უნივერსიტეტებში; პოლონეთში ვარშავის მექანიკის ინსტიტუტში; საფრანგეთში: სორბონის უნივერსიტეტში, პარიზის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სენტ-ეტიენის უნივერსიტეტში.
ჩინეთში: პეკინისა და შანხაის უნივერსიტეტებში, საბერძნეთში ათენის უნივერსიტეტში, ესპანეთში კანტაბრიას უნივერსიტეტში (სანტანდერი), შვეიცარიაში ციურიხის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ირანში თეირანის უნივერსიტეტში და ბულგარეთში სოფიისა და რუსეს უნივერსიტეტებში.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყნის წინაშე მსოფლიოში ცნობილ მათემატიკოსის დავით ნატროშვილის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი მიენიჭებინა.
საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ჩვენს კოლეგას ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებ წარმატებას სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში, მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო – „ოქროს მედალი” გაიცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის.
„ოქროს მედალი“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის წარდგინების საფუძველზე გაიცემა. სტუ-ის ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 70-ზე მეტ პირს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...