სტუ-ის რექტორმა უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის რვა მეცნიერ-მკვლევარი ოქროს მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ოქროს მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა რვა მეცნიერ-მკვლევარი, ხოლო ორ ახალგაზრდა მკვლევარს საპატიო დიპლომები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის სტუ-ის აკადემიური საბჭოს ბოლო სხდომაზე გაიმართა. დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხარს უჭერს უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის მეცნიერებსა და მკვლევრებს, ქმნის ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის სათანადო პირობებს, ამასთანავე, უნივერსიტეტი ავითარებს ჰუმანიტარულ დარგებს, როგორიცაა: ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, სამართალი, ეკონომიკა და ა.შ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის კათედრის დაარსებისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გარდაცვალების შემდეგ, სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა პროფესორები: ოთარ ხომერიკი და რაულ კუპრავა. ჯილდო გადაეცათ ოთარ ხომერიკის შვილს, ირინა ხომერიკს და რაულ კუპრავას მეუღლეს, ლალი კუპრავას.
რექტორმა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ABET აკრედიტაციის მიღებისთვის,სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ირინე გოცირიძეს და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ლომინაძეს.
ასევე, სტუ-ის ოქროს მედალი, გიორგი ნიკოლაძის ელექტრონული გამოთვლითი მანქანის, არითრომეტრის რეკონსტრუქციისთვის, გადაეცათ პროფესორებს: ლევან იმნაიშვილს, გელა გოდერძიშვილს და მაგული ბედინეიშვილს, ხოლო, გიორგი ნიკოლაძის ელექტრონული გამოთვლითი მანქანის, არითრომეტრის რეკონსტრუქციაში აქტიური მონაწილეობისათვის საპატიო დიპლომები გადაეცათ გოჩა ზედგენიძეს და თამარ ხინთიბიძეს. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ქართული ფილოლოგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა პროფესორ თემურ ჯაგოდნიშვილს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. ეს არის წარმატება, რომელშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ირინე გოცირიძეს და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ლომინაძეს. საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ისტორია, 40 წლის წინ, 1983 წლიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყო. იმჟამინდელ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ამ მეტად მნიშვნელოვან და საჭირო დარგს საფუძველი ჩაუყარა პროფესორმა ოთარ ხომერიკმა. ხოლო, კათედრას მთელი 13 წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი რაულ კუპრავა. ეს ადამიანები ქმნიდნენ და შემდგომ კი მათი აღზრდილები ავითარებენ დარგს. მადლობა მინდა მოვახსენო აკადემიური საბჭოს წევრებს ჩვენი სახელოვანი მეცნიერების დაჯილდოებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონების – არითმომეტრის ზუსტი ასლი. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი გადასახადიდან, გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრი იმ დროისათვის გარღვევა იყო გამოთვლით ტექნიკაში, რამდენადაც იყო პირველი ელექტრული მოწყობილობა, რომელიც პირდაპირი გამრავლებისა და გაყოფის ოპერაციებს ასრულებდა. ამ ისტორიული გამოგონების აღდგენა, ჩვენი მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა, მათი დაჯილდოება ჩვენთვის სასიხარულოა. წარმატებები მეცნიერთა ჯგუფს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლი ქართული ფილოლოგიის განვითარების საქმეში. სასიხარულოა, რომ დარგის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენს. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ თემურს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს ოთარ ხომერიკის და რაულ კუპრავას ოჯახის წევრებმა. ასევე, ირინე გოცირიძემ, თამარ ლომინაძემ, ლევან იმნაიშვილმა, გელა გოდერძიშვილმა და სხვებმა. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი საინჟინრო სკოლა და ამ უნივერსიტეტში გატარებული თითოეული დღე მათთვის დიდი ბედნიერების მომტანია.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...