სტუ-ის შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორია ინტენსიურ სამუშაო რეჟიმზე გადადის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი საგანმანათლებლო პროგრამის – გეოლოგია, სამივე საფეხურის – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა – აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში განაგრძობს პროფესორ-მასწავლებლებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ლაბორატორიების განახლებაზე ინტენსიურ მუშაობას.
აკრედიტაციის მზადების პროცესის ფარგლებში, ახლადდამონტაჟებული შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორიის სპეციალისტებს კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (გერმანია) წარმომადგენელმა მარტინ ვონ დოლლერმა, შლიფებისა და ანშლიფების დამზადების მიმართულებით, ერთკვირიანი ტრენინგი ჩაუტარა.
როგორც, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე აცხადებს, შლიფებისა და ანშლიფების ლაბორატორია, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აღჭურვილია ევროპული სტანდარტის შესაბამისი Metkom Geoform 102, Metkon Forcipol-ით.
“გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში შლიფებისა და ანშლაფების ლაბორატორიის აღჭურვა არის ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი. ლაბორატორია ცოტა ხანში მთელი დატვირთვით ამუშავდება, რაც ქანების, მადნებისა და მინერალების კვლევისას უფრო ნაყოფიერს გახდის. ასევე, საშლიფე ლაბორატორია დიდად დაეხმარება მკვლევრებსა და სტუდენტებს სასწავლო და სამეცნიერო სამუშაოების შესრულებაში. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან სამუშაო პროცესის ინიციატივისა და ორგანიზებისთვის. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადო კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორს, DAAD-ის პროექტის ხელმძღვანელს ბირგიტ მიულერს. დოქტორებს დენის ქუანდტსა და ბენჯამინ ბუშს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში”, – განაცხადა ნოდარ ფოფორაძემ.
კარლსრუეს ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი ლაბორატორია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 2023 წელს, DAAD-ის პროექტის – „მდგრადი განვითარების პროექტი კავკასიაში“, ფარგლებში გადმოსცა.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...