სტუ-ის შრომათა კრებულში სტატიების გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!
სტუ-ის სამეცნიერო შრომათა კრებულში „შრომები“ N 1(527) 2025 სტატიების მიღება გრძელდება.
- სტატიების მიღება დასრულდება 30 ნოემბერს.
- კრებულის PDF ვერსია 30 მარტს აიტვირთება საიტზე.
სტატიების გამოქვეყნება სტუ-ის თანამშრომლებისთვის და ყველა საფეხურის სტუდენტისთვის უფასოა.
კრებული არის ყოველკვარტალური, მულტიდისციპლინური, რეფერირებადი, რეცენზირებადი, გამოცემა. მას მინიჭებული აქვს ISSN, DOI, და რეგისტრირებულია Copernicus-ის, Google scholar-ისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის „ივერიელის” მონაცემთა ბაზაში.
აგრეთვე რეფერირდება პოლითემატურ ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ) ქართულ და ინგლისურ ენებზე. სტატიები და რეფერატები აგროკულტურის შესახებ ექსპორტირდება გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საინფორმაციო სისტემაში – UN FAO AGRIS.
შრომების რეფერატები ქართულ და ინგლისურ ენებზე ასახულია მონაცემთა ბაზაში საქართველოს პუბლიკაციები. 2023 წლიდან სტუ-ის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პერიოდული ჟურნალი „შრომები“ ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-Non Commercial 4.0 International-ით (CC BY-NC 4.0.).
2024 წლის მარტიდან კრებულს მინიჭებული აქვს ევრაზიის სამეცნიერო ჟურნალების ინდექსი და განთავსებულია მათ ბაზაში Eurasian Scientific Journal Index.
2024 წლის აგვისტოდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი „შრომები“ საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებად ბაზაში – International Scientific Indexing (ISI) დარეგისტრირდა – მიენიჭა impact Factor, (ISI)-ის მიხედვით impact Factor 3,792 ნიშნულით განისაზღვრა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შრომათა კრებულის ვებგვერდზე და გაეცანით ინფორმაციას (ავტორთა საყურადღებოდ) ან დაგვიკავშირდეთ: T 2388632, T 70-50.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...