სტუ-ის STEM აკადემიის გუნდები EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ის გამარჯვებულები გახდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM აკადემიის გუნდებმა, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალების მოსწავლეთა შემადგენლობით, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში გამართულ ევროპის STEAME აკადემიის სიმპოზიუმში – EUROMATH & EUROSCIENCE – 2025 – მონაწილეობა მიიღეს და გამარჯვება მოიპოვეს.
STEM აკადემიის გუნდები წარმოდგენილნი იყვნენ ოთხი მიმართულებით:
- ტექნოლოგია – საბა ბანძელაძე, თემურ ჩიტაია, ლილე კაჭარავა, ლუკა ნაბორაშვილი, პროექტით – Robot Guide (რობოტი გიდი);
- ფიზიკა – ლაზარე ჩაჩუა, ანდრია კოსტავა პროექტით: System of Management and Control of the Bee Venom Harvesting Process (ფუტკრის შხამის აღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა);
- ბიოლოგია – თეკლა ბანძელაძე, ანა-მარიამ კიპაროიძე, ნინო სხილაძე, პროექტით: The Use of Mosses and Lichens as Natural Food Preservatives (ხავსებისა და ლიქენების გამოყენება, როგორც ბუნებრივი საკვები კონსერვანტები);
- ინჟინერია – ლაზარე ჩაჩუა, ანდრია კოსტავა, ნინო სულამანიძე, მაკინე თოდუა, პროექტით: Wave Energy (ტალღის ენერგია).

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ზე, მეცნიერების მიმართულებით (SCIENCE Presentation) გამარჯვება სტუ-ის STEM აკადემიის გუნდებმა მოიპოვეს.
პირველ ადგილზე გავიდა პროექტი Robot Guide, ხოლო მეორე და მესამე ადგილები დაიმსახურეს პროექტებმა: System of Management and Control of the Bee Venom Harvesting Process და The Use of Mosses and Lichens as Natural Food Preservatives.
„STEM აკადემიის გუნდების გამარჯვება არა მხოლოდ მოსწავლეთა გონიერებისა და შრომისმოყვარეობის, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარ-მენტორების წარმატების დასტურიცაა. ახალგაზრდა თაობის ნიჭისა და უნარების გამოვლენა-განვითარებაში მენტორების მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია. მენტორობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის დოქტორანტებს – მარეხ მაზანაშვილს და უტა კილასონიას“, – აღნიშნავს თალიკო ჟვანია.
სტუ-ის STEM აკადემიის გუნდებს და მათ მენტორებს მორიგ წარმატებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა 9-18 წლის მოსწავლეებისთვის, რომელთაც ექმნებათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური იდეები, თნატოლებს გაუზიარონ ცოდნა და ხელი შეუწყონ თანატოლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციასა და განვითარებას.
„საერთაშორისო სიმპოზიუმში ევროპისა და აზიის 20 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ასეთ მასშტაბურ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, თავიანთი უნიკალური იდეების მსოფლიო საზოგადოებისთვის გასაცნობად, ცოდნის გაღრმავებისა და ღირებული გამოცდილების მისაღებად. მსგავსი კონკურენციის პირობებში გამარჯვება კი უდიდესი აღიარებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდები საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანეს შედეგებს ჩვენი უნივერსიტეტის მხადაჭერით აღწევენ.
ყველა ახალგაზრდას, რომელსაც მეცნიერებისკენ მიუწევს გული, ვუსურვებ გადაელახოს შესაძლებლობების ზღვარი და გაითვალისწინოს უმნიშვნელოვანესი რამ – მეცნიერება და მათემატიკა პროგრესის ქვაკუთხედია და ამ მიმართულებით ჩადებული დღევანდელი კონტრიბუცია ხვალინდელ სამყაროს შექმნის. ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. გილოცავთ ყველას!“, – აცხადებს დავით გურგენიძე.
EUROMATH & EUROSCIENCE – 2025 საერთაშორისო სიმპოზიუმია, რომელშიც 9-18 წლის ასაკის მოსწავლეები მონაწილეობენ. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ ნაშრომები მათემატიკისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე, ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში, როგორიცაა: MATHFactor, SCIENCEFactor, MATHeatre და სხვა.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....