სტუ-ის სტუდენტებმა ზარლაანდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტებმა – დავით ჩიტაძემ და მარიამ პატაშურმა ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის (გერმანია) საზაფხულო სკოლაში ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო სკოლისთვის კონკურსის წესით შეარჩია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, ზაარლანდიის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვილჰელმ ჰოიზერმა.
როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარიამ პატაშური აცხადებს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, მაღალი სტანდარტის განათლების მიღების პარალელურად, შესაძლებლობა მისცა, მონაწილეობა მიეღო არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში.
„მსგავს პროექტში პირველად ჩავერთე, თუმცა, შესაძლებლობა არაერთხელ მქონდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იძლევა განვითარების საშუალებას, რაც ძალიან მისასალმებელია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ როგორც ფაკულტეტს, ასევე უნივერსიტეტს, განსაკუთრებით დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს.
რაც შეეხება პროგრამას, ის მოიცავდა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებს. მათ შორის, ინტენსიურ კურსს გერმანულ ენაში და ლექციებს როგორც პროფესიული, ასევე ზოგადი ცოდნის გაღრმავების მიმართულებით. სასიხარულოა, რომ პროგრამაში მონაწილეობამ საშუალება მომცა, გერმანულ ენაში ცოდნა გამეუმჯობესებინა და მიმეღო ინფორმაცია ჩემთვის საინტერესო საკითხებზე“, – აცხადებს მარიამ პატაშური.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის, დავით ჩიტაძის თქმით, ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობა, რის საშუალებასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იძლევა, სტუდენტებისთვის წარმატებისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ახლა ირჩევენ ან მომავალში უნდა აირჩიონ უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლა, რათა მიიღონ შესაბამისი ცოდნა, ვურჩევდი არჩევანი შეაჩერონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე, სადაც ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს აქვს საშუალება, მიიღოს ევროპული სტანდარტის განათლება და, გარდა ამისა, ჩაერთოს სხვადასხვა პროექტში და გაცვლით პროგრამაში. ეს კი უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას“, – აცხადებს დავით ჩიტაძე.
სტუდენტებს ექსპერტებმა აქტუალური ინჟინერიისა და ბიზნესის შესახებ ლექციები წაუკითხეს, ამასთანავე, მათ საშუალება მიეცათ, ჩართულიყვნენ ვორქშოპში და პრაქტიკულ დავალებებზე ემუშავათ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის 5 ECTS სერტიფიკატი გადაეცათ.
Related
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...