სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა
img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა კონკურსში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის თანადაფინანსებით“, პროექტში „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და “ლურჯი სტრატეგიის“ განვითარებისთვის“, გაიმარჯვა და ევროკავშირის გრანტი მოიპოვა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ხუთი ქვეყნის ექვსმა უნივერსიტეტმა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი (საქართველო), ვია პონტიკას ფონდი (ბულგარეთი), დოქტორ ასეენ ზლატაროვის სახელობის უნივერსიტეტი (ბულგარეთი),ოდესის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (უკრაინა), საბერძნეთის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (DIMITRA) (საბერძნეთი), კონსტანტას ოვიდიუსის უნივერსიტეტი (რუმინეთი).
პროექტი, რომლის ხანგრძლივობაა 30 თვე, მიზნად ისახავს ევტროფიკაციის შერბილებას, წყალმცენარეების ძალის გამოყენებით შავ ზღვაში ევტროფიკაციის პროცესთან ბრძოლას და აღადგენს საზღვაო ეკოსისტემის წონასწორობასა და ჯანმრთელობას. კონკურსში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში წყალმცენარეების თემების მონიტორინგი და შეადგინოს რუკები, დაარსოს ზღვის წყალმცენარეების ცოდნის კერა და ა.შ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, ევტროფიკაციის შემცირების მიზნით ჩამოყალიბდება ბუნებაზე დაფუძნებული მყარი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, გაუმჯობესდება პროექტში მონაწილე ორგანიზაციების შესაძლებლობები – შემუშავდება საერთო ვებ-ინსტრუმენტი, გამოიცემა საკვები ნივთიერებების შემცირების სახელმძღვანელო მითითებები და მოხდება მისი ფართო გავრცელება.
„პროექტში გათვალისწინებულია სამეცნიერო ლაბორატორიული და საველე კვლევები, რაც დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მოგვცა გარანტია და უნივერსიტეტი დაგვეხმარება თვითდაფინანსებაში. ამ ეტაპზე ფორმდება ბრიუსელთან საგრანტო ხელშეკრულება, რაც მოგვცემს კვლევების დაწყების საშუალებას“, – განაცხადა გივი გავარდაშვილმა.
ინფორმაციისთვის, კონკურსი – „შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის თანადაფინანსებით“ 2023 წლის 30 მარტს გამოცხადდა. საქართველოს ტექნიკური უნიგვერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტთან ერთად პროექტში ჩართულნი არიან ბულგარეთის, უკრაინის, საბერძნეთის, თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტები.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...