„სტუ-მ მომცა საშუალება, ჩემი მოწოდება პროფესიად მექცია“ – გაეროს სტოკჰოლმისა და როტერდამის კონვენციების ბიუროების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, ჩემი მოწოდება – გარემოს დაცვა, პროფესიად მექცია და მუდმივად ვყოფილიყავი პროფესიის სრულყოფის გზების ძიებაში. ვამაყობ, რომ ვიყავი კათედრის დამაარსებლის პროფესორ ერისთავის სახელობის სტიპენდიატი“, – ამის შესახებ ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი ანა ბერეჟიანი აცხადებს.
ანა ბერეჟიანმა უმაღლესი განათლების სამივე საფეხური — ბაკალავრიატი (2007 წელი), მაგისტრატურა (2009 წელი) და დოქტორანტურა (2017 წელი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გაიარა. ის ორგზის იყო არჩეული გაეროში — პირველად „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“ სტოკჰოლმის კონვენციის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო მეორედ — „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ როტერდამის კონვენციის ბიუროს პრეზიდენტად.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა გამოცდილებამ და განათლებამ მნიშვნელოვანი სამსახური გამიწია არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე და სამსახურში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. მინდა, სტუდენტებმა იცოდნენ, რომ იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაწილი, ნიშნავს წარმოადგენდე იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც საკუთარ თავს მოვიხსენიებთ ინჟინრებად, ტექნოლოგებად, განურჩევლად პროფესიული მიმართულებისა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გვაერთიანებს გარკვეული ხედვა, რომლითაც ვეძებთ და ვპოულობთ სხვადასხვა პრობლემების და საკითხების გადაჭრის განსხვავებულ გზებს.
აბიტურიენტებს, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგები, ვურჩევდი, არჩევანი შეაჩერონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე, რადგან ამ მიმართულებით ეს არის საქართველოში პირველი, ყველაზე გამოცდილი საინჟინრო და ტექნოლოგიური პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლა, სადაც მოღვაწეობენ ამ დარგის მაღალი კლასის პედაგოგები, რომლებიც ყველანაირად ხელს გიწყობენ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში. აქვე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანაა და მოიცავს უნიკალურ სამეცნიერო ლიტერატურას, რომლითაც სწავლის პერიოდში არაერთხელ მისარგებლია. მიმაჩნია რომ ტექნიკური უნივერსიტეტის არჩევის შემთხვევაში, მომავალ სტუდენტებს ექნებათ ყველანაირი საშუალება სასურველი პროფესიის დაუფლებისა და სამომავლო თვითრეალიზაციისთვის“, – აცხადებს ანა ბერეჟიანი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთ წამყვანი და უმსხვილესი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. ის მოიცავს 13 ფაკულტეტს, სადაც დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს. 2020 წლიდან უნივერსიტეტის რექტორის პოსტს აკადემიკოსი დავით გურგენიძე იკავებს.
საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ადრე ცნობილი როგორც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1922 წელს დაარსდა. აქ პირველი ლექცია წაიკითხა ცნობილმა მათემატიკოსმა და პროფესორმა ანდრია რაზმაძემ. ამჟამინდელი სახელი და სტატუსი უნივერსიტეტს 1990 წელს მიენიჭა.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...