სტუ-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით, ახალი ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე იზრუნებს. აღნიშნულის შესახებ სტუ-სა და სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორადუმი გაფორმდა.
დოკუმენტს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს ხელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ყურადღება მემორანდუმის მნიშვნელობასა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში უსაფრთხოების კადრების პროფესიული განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის მხარდაჭერაზე გაამახვილა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხარდაჭერა აღმოუჩინოს სასწავლო ცენტრს პროფესიონალი კადრების მომზადებაში, მასთან პარტნიორობით შეიმუშაოს საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები, გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი კურსები, საზაფხულო სკოლები, მოაწყოს ტრენინგები და სემინარები, გარდა ამისა, იზრუნოს, საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში უსაფრთხოების თანამშრომელთა გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. უნივერსიტეტი მთლიანად აცნობიერებს იმ საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახური თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სადარაჯოზე ახორციელებს. ეს კი დიდწილადაა დამოკიდებული მის პროფესიონალიზმზე, რისი მიღწევაც სათანადო განათლების გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაკიძის განცხადებით, განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„მემორანდუმი გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და მყარი გარანტიების უზრუნველსაყოფად, განათლებას განსაკუთრებული როლი ენიჭება კვალიფიციური კადრების მომზადებაში. ამ მხრივ, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით თანამშრომლობა, რადგან ძლიერი უსაფრთხოების სექტორი საჭიროებს ძლიერი ანალიტიკური სისტემების შექმნა-ჩამოყალიბებას, ასევე, მხარდაჭერას საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში კომპეტენტური, პროფესიონალი კადრების აღზრდა-გადამზადებაში. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ქმედით დახმარებას გაგვიწევს საერთო გამოწვევების ეფექტიანად დაძლევაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.
მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...