სტუ-სა და „TAM მენეჯმენტს“ შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, კომპანიამ სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის კომპანიამ – „TAM მენეჯმენტი“ (თბილავიამშენი), სტიპენდია დააწესა.
სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები TAM მენეჯმენტის გენერალური დირექტორის მოადგილეს კახა ჟღენტს შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კომპანია საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიას დააწესებს.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, უკვე მესამე წელია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საავიაციო ინჟინერია“ სწავლება განახლდა, რომლის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული კომპანია „TAM მენეჯმენტი“.
თავის მხრივ, „TAM მენეჯმენტი“ ქართული საავიაციო მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია სამხედრო, სამოქალაქო და სხვადასხვა კლასის თვითმფრინავების სარემონტო სამუშაოებში, მოდერნიზებაში, დიზაინში და წარმოებაში.

კომპანიის ისტორია იწყება 1941 წელს სახელმწიფო საავიაციო ქარხნის შექმნიდან, 2015 წლიდან კი TAM მენეჯმენტის სახელით აგრძელებს საქმიანობას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის – „საავიაციო ინჟინერია“, დანერგვაში პირადად კომპანიის დირექტორს, ბატონ პანტიკო თორდიას და კომპანიის მენეჯმენტს დიდი წვლილი მიუძღვის.
მადლობას გიხდით პროგრამის კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობისა და სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, სტუდენტებისათვის, კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით, სახელობითი სტიპენდიის დანიშვნის გამო. ვფიქრობთ, რომ ეს გაზრდის მათ მოტივაციას კარგად ისწავლონ. ასევე, გაზრდის ამ მნიშვნელოვანი პროფესიის მიმართ მომავალი თაობის ინტერესს“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
„TAM მენეჯმენტის“ სათავო ოფისში გამართული შეხვედრა ინტერაქციულ და საინტერესო რეჟიმში გაგრძელდა. კომპანიის წარმომადგენლები, სტუდენტებს ესაუბრნენ ავიამშენებელი ქარხნის ისტორიის და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, დაათვალიერებინეს თვითმფრინავების, მრავალფუნქციური და შვეულმფრენების სარემონტო წარმოება, საკონსტრუქტორო ბიურო და სხვა.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...