სტუ-ში აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
2024 წლის 5 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“ გაიმართება.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
· ისტორია;
· არქეოლოგია;
· ეთნოლოგია/ანთროპოლოგია;
· ფილოლოგია;
· კულტუროლოგია;
· რელიგია.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და მკვლევრებს, უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოაგზავნონ არა უგვიანეს 2024 წლის 18 იანვრისა.
ნაშრომის სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლოო ვადაა 2024 წლის 29 იანვარი.
მოხსენებათა თეზისები და სტატიის სრული ტექსტი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: gtuconference24@gmail.com
ნაშრომის გაფორმების წესი და ტექსტის ფორმატი:
· სათაური (ცენტრში, Bold; Sylfaen, შრიფტის ზომა 14);
· ავტორის/ავტორების სახელი გვარი; ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი (ქართულ ენაზე; Sylfaen, შრიფტის ზომა 11);
· საკვანძო სიტყვები: არაუმეტეს 5 საკვანძო სიტყვისა(ქართულ ენაზე; Sylfaen, შრიფტის ზომა 11);
· ძირითადი ტექსტი – (სტრიქონებს შორის მანძილი 1,5; Sylfaen, შრიფტის ზომა 12);
· რეზიუმე ინგლისურ ენაზე; (სტატიის სათაური ინგლისურ ენაზე; ავტორის/ავტორების სახელი, გვარი ინგლისურ ენაზე, ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი ინგლისურ ენაზე. საკვანძო სიტყვები ინგლისურ ენაზე; სტრიქონებს შორის მანძილი 1; Sylfaen 11);
· გამოყენებული ლიტერატურა – (Sylfaen, შრიფტის ზომა 12);
· ველები: ზედა ველი 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ, მარჯვენა ველი -2.5 სმ, მარცხენა ველი – 2,5 სმ.
· ავტორი პასუხისმგებელია სტატიის შინაარსზე
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; გიორგი ნიკოლაძის დარბაზი (მე-3 სართული), კოსტავას 77.
თარიღი: 5 თებერვალი, 2024 წელი
რეგისტრაციის დაწყების დრო: 11:00 სთ.
კონფერენციის დაწყების დრო: 11:30 სთ.
საკონტაქტო ინფორმაცია: საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტის მისამართზე: gtuconference24@gmai.com
საკონტაქტო პირები: თამარ ხოხობაშვილი – 571 11 49 11;
დარეჯან ცუცქირიძე – 577 55 08 65;
ნანა ბახსოლიანი – 599 46 44 69.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...