სტუ-ში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა.
ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი ვილჰელმ ჰაუზერი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. რუსუდან ქუთათელაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს გასულ წელს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ უკვე მეორედ აღვნიშნავთ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღეს. ერთი წლის მანძილზე, რექტორის მხარდაჭერით, ფაკულტეტზე განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი. შეიცვალა ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს კომფორტულ გარემოს უქმნის. უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ლაბორატორიები და რაც მთავარია, ესაა მუდმივი პროცესი. უნივერსიტეტში ტარდება დასაქმების ფორუმი, რაც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს კარიერული განვითარების საშუალებას აძლევს. Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ისარგებლა 9 სტუდენტმა და 10-მა პროფესორ-მასწავლებელმა. ფაკულტეტზე წარმატებით მუშაობს ტრენინგ-პროგრამა, რომელშიც სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფაკულტეტმა 12 პროგრამის ავტორიზაცია-აკრედიტაცია გაიარა. ვთვლი, რომ ეს არის დიდი წარმატება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტის ხარისხის სამსახურს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, დამსაქმებლებს, უცხოელ პარტნიორებს. თანამედროვე განათლების სისტემა მუდმივად მოითხოვს განახლებას, პროგრამებში ხორციელდება მოდიფიცირება“, – აცხადებს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, რუსუდან ქუთათელაძე.
ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს, სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, 300 სტუდენტი ამთავრებს. როგორც დეკანმა განაცხადა, ყოველსემესტრულად 60 სტუდენტი იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, ფაკულტეტს დაწესებული აქვს სამი სახელობითი სტიპენდია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს მიულოცა. როგორც რექტორმა განაცხადა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, მიუხედავად იმისა, რომ 8 წლისაა, არის ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტი.
„განათლება ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს”, – ბრძანა იაკობ გოგებაშვილმა. უნივერსიტეტი და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საქართველოს მომავალ თაობას განათლება, ეს ორლესული იარაღი, სამშობლოს საკეთილდღეოდ გადასცეს. სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროპული სტანდარტის სწავლა-სწავლების პროცესში სტუდენტს, როგორც სამეცნიერო მიმართულებით აძლევს განვითარების საშუალებას, ასევე კარიერული წინსვლის თვალსაზრისითაც. ამ მხრივ, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეულია. დღეს დიპლომებს გადავცემთ დოქტორანტებს, რომლებიც ხვალ, როგორც ჩვენი კოლეგები, აქ მიღებულ განათლებას გადასცემენ სხვებს. თაობა შეიცვლება და ისინი, ისევე როგორც ჩვენ, იამაყებენ რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ კოლეგას, სტუ-ის საპატიო დოქტორს, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორს ვილჰელმ ჰაუზერს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობისა და იმ პროექტებისთვის, რომელსაც საქართველოს ტექნიკური და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოსა და გერმანიაში. ჩვენი კოლაბორაცია არის ინტერნაციონალიზაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. მადლობა ფაკულტეტს, დეკანს, თითოეულ პროფესორ-მასწავლებელს, სტუდენტებს. წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ღონისძიების დასასრულს, რექტორმა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, სტუ-ის საპატიო დოქტორს, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის, ასევე, სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და პროფესორ-მასწავლებლების კვლევებში ჩართულობის მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სიგელი, ხოლო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებს: მარინა მეტრეველს, ლევან გრიგალაშვილს, თემურ ყანდაშვილს, გიორგი ბაღათურის, მერაბ მიქელაშვილს და ანზორ აბრალავას საპატიო დიპლომები გადასცა. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა წლის საუკეთესო პროფესორის ნომინაციაში გამარჯვება მიულოცა თამარ ხინიკაძე-გვარამიას. წლის საუკეთესო სტუდენტი კი ლუკა ნადიბაიძე გახდა.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...