სტუ-ში გაიხსნა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა”
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის პროექტის – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR) – გახსნის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და შეხვედრას მოდერაციას უწევდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, სამწლიან პროექტში ჩართულია 6 ქვეყნის 16 ინსტიტუცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია. პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ორი ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები. ევროპის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორები არიან: ზაარლანდის (გერმანია), მადრიდის კარლოს III-ის (ესპანეთი), რომის ანიელო მერონეს ევროპული (იტალია) უნივერსიტეტები, ასოციაცია CIMEA – Information Centre on Academic Mobility and Equivalence (იტალია) და საკონსულტაციო კომპანია GIRAF PM e.K. (გერმანია).
„პროექტს ექნება ორმაგი აქცენტი. ერთი მხრივ, მოახდენს ქართული და სომხური უმაღლესი განათლების სისტემების მოდერნიზებას, რათა ისინი გაცილებით ღია გახადოს საზოგადოების საჭიროებებისთვის, გააძლიეროს უმაღლესი განათლების, როგორც ცოდნისა და გამოცდილების წყაროს როლი, გარდაქმნას ისინი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ძრავად. და მეორე მხრივ, ხელს შეუწყოს ადგილობრივი განათლების სისტემების შემდგომ ინტერნაციონალიზაციას, მის თანამშრომლობას ევროპის უმაღლესი განათლების სივრცესთან და გლობალურ დონეზე, ევროპული საგანმანათლებლო მიკროკრედიტების სტანდარტებისა და პრაქტიკის პოპულარიზაციას“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო წერეთლის განაცხადებით, პროექტით გათვალისწინებულია მიკროკრედიტების შემუშავებისა და სწავლების საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესწავლა-ანალიზი იმ მიზნით, რომ გააუმჯობესოს ეროვნული აკადემიური საზოგადოებების შესაძლებლობები, განავითარონ და უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის მოკლე კომპეტენციებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კურსები, რაც თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის მიკროსერტიფიკატების მიღებას. ნინო წერეთლის თქმით, გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის აღჭურვას შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, კურსების დიზაინის შემუშავებას, სწავლებისა და შეფასების სრული ციკლის პრაქტიკულ განხორციელებას, რაც სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეთა და განათლების პროვაიდერთათვის ციფრული მიკროსერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას შექმნის.
„პროექტი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმით, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებშიც კი ამ თემაზე მუშაობა ახლა იწყება. პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. ბოლო პერიოდში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მკვეთრი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა, პროექტი კი სწორედ ამ ცვლილებების ერთ-ერთი გაგრძელებაა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას ენიჭება და ეს პროექტი პირდაპირ ეხმიანება ჩვენს სტრატეგიას. წარმატებებს ვუსურვებთ პროექტის მონაწილეებს“, – განაცხადა ნინო წერეთელმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ცირამუას ინფორმაციით, პროექტის მიზანია მიკროკრედიტების ეროვნული სტანდარტების სინქრონიზაცია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მუშვდება ევროკავშირში, მიკროსერტიფიკატების შესახებ ევროკომისიის საბჭოს რეკომენდაციის თანახმად. მისი თქმით, ევროკავშირსა და სხვა ბენეფიციარ ქვეყნებს შორის ეფექტური ურთიერთაღიარების გარემოს შექმნა სტუდენტებისა და პედაგოგების მობილობას შეუწყობს ხელს.
„პოლიტიკის დოკუმენტის დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, შეიქმნება მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლებიც სტდენტებს საშუალებას მისცემს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში დააგროვონ დამატებითი პრაქტიკული კომპეტენციები, რაც მათ დასაქმებაის მხრივ დაეხმარება. ბოლონიის პრინციპების (ECTF-ის) განხორციელებასთან დაკავშირებით, ეროვნულ რეგულაციებში აუცილებელი კორექტირების იდენტიფიცირებაა მოსალოდნელი, რათა მოხდეს მიკროსერტიფიკატების ინტეგრირება ისე, რომ მივაღწიოთ ორმხრივ აღიარებას ეროვნულ, რეგიონულ და ევროპულ დონეებზე“, – აღნიშნა ზაზა ცირამუამ.
Micro-GEAR-ი, რომელიც პირველი საერთაშორისო პროექტია მიკროსერტიფიცირების კუთხით, მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკის გაზიარებას, განათლების ჩარჩო რეფორმების მომზადებას და სომხეთსა და საქართველოში ინსტიტუციური შესაძლებლობების შექმნას, გაძლიერებას, პოპულარიზაციასა და მიკროსერტიფიკატების აღიარებას. აქედან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს რეგიონული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა შორის და აკადემიურ საზოგადოებაში შექმნას მიკროსერტიფიცირების ელჩების, ენთუზიასტების კოჰორტა და შესაძლებელი გახადოს მათი თანამშრომლობა იმ ევროპელ კოლეგებთან, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემაში აქტიურად ნერგავენ მიკროსერტიფიცირებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიკროსერტიფიცირება, დღესდღეობით, გაცილებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული განათლებისა და სწავლების (VET) სისტემებშიც.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის პროექტის – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR) – გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, პროექტის მონაწილეები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ლაშა მარგიშვილი, ასევე, ზაარლანდის, ერევნის სახელმწიფო, მადრიდის კარლოს III-ის და რომის ანიელო მერონეს ევროპული უნივერსიტეტების, ასევე, ეკოლოგიურ-ნოოსფეროს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კვლევითი ცენტრის (სომხეთი) და აკრედიტაციის ცენტრის (სომხეთი) წარმომადგენლები.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...