სტუ-ში, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდა
img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის, ასევე, დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის მონაწილეობით, უნივერსიტეტში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ორსექციანი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების პირველ სექციაში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პოლენცოს უნივერსიტეტის პროფესორმა მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკომ საჯარო ლექცია გამართა, ხოლო მეორე სექციაში დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის მიერ კონკურსში – „Opere di Pasta – 2023“ (მაკარონის ხელნაკეთობები), გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
სტუ-ში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, გახსნა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოში იტალიის საელჩოს უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. როგორც დევი ხვედელიანმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კატანიის, რომის (“Tor Vergata”), მილანის უნივერსიტეტებთან, მილანისა და ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტებთან, ფოჯის, ლ’აქუილის უნივერსიტეტებთან, ხმელთაშუა ზღვის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტთან, უდინეს, პალერმოს, ტუშის, ვენეციისა და რომის საპიენცის უნივერსიტეტებთან, ასევე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კვლევით ცენტრთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში – მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს საჯარო ლექცია, რომელიც აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში იტალიის ელჩს მხარდაჭერისთვის, ელჩის მოადგილეს სტუმრობისთვის, პროფესორ მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს, სტუმრებს და წარმატებები ვუსურვო აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დევი ხვედელიანმა.
საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილემ, ფაბიოლა ალბანეზემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტებსა და დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა მათ.
სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის პრეზიდენტის, ნინო ცერცვაძის განცხადებით, წელს იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული, იტალიის მთავრობის ორგანიზებით, მერვედ ტარდება, საქართველოში კი – მეხუთედ.
„იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამეცნიერო მიმართულებით აღნიშნავს. დანტე ალიგიერის საზოგადოებამ კი ჩაატარა კონკურსი – “Opere di Pasta – 2023“ (მაკარონის ხელნაკეთობები). ჩვენ გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ. თუკი გამოფენაზე შეიძლება ნახატების, ნაძერწის წარმოდგენა, რატომ არა უმი მაკარონის ნაკეთობები?! კონკურსში სხვადასხვა ასაკის 53-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. როგორც წესი, გამარჯვებული მხოლოდ პირველი სამი ადგილია, მაგრამ ერთ-ერთმა ნამუშევარმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, დავაწესეთ სპეციალური პრიზი. ასე რომ, წელს ოთხი გამარჯვებული გვყავს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში იტალიის საელჩოს, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომლის მხარდაჭერით უნივერსიტეტში იტალიური ენის შემსწავლელი პროგრამა ხორციელდება“, – განაცხადა ნინო ცერცვაძემ.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ფაკულტეტი თანამშრომლობის არეალს აფართოებს და პოლენცოს უნივერსიტეტის პროფესორის, მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს საჯარო ლექცია ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა ფაკულტეტისა და იტალიის წამყვანი უნივერსიტეტების მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...