სტუ-ში მე-17 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება 2023“ გაიმართა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის „ხელისუფლება და საზოგადოება“ ორგანიზებით მე-17 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2023“ გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენცია გახსნა სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა. რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საჯარო მმართველობა საქართველოში შედარებით ახალი დარგია, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სფეროში საგანმანათლებლო პროგრამა დანერგა. კარლო კოპალიანის თქმით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 1995 წელს ჩაეყარა საფუძველი საჯარო მმართველობის (სახელმწიფო მართვის მოხელე) სპეციალობას და დღეისათვის ამ მიმართულებით სამი საფეხურის: საბაკალავრო; სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამა ფუნქციონირებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საჯარო მმართველობის მეცნიერების განვითარებაში. ეს სამეცნიერო კონფერენციაც, რომელიც, ტრადიციულია და 17 წელია ყოველწლიურად ტარდება, გამოცდილ და ახალბედა მრავალ მეცნიერს იზიდავს, როგორც ჩვენი, ასევე, უცხოეთის ქვეყნებიდან. ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობა დღეს, ისე, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, კონფერენციას, რომელსაც ჩვენი უცხოელი კოლეგებიც ესწრებიან და აქ განსახილველად გამოტანილი თემები, ვფიქრობ დიდ ინტერესს გამოიწვევს. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში კარლო კოპალიანმა.
კონფერენციას მიესალმნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე; სტუ-ის საპატიო დოქტორი, ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი ვილჰელმ ჰაუტერი; ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დომინიკ შუგი.
ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორის, შტეფან ჰუტერის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს.
„ჩვენ ვამაყობთ იმ თანამშრომლობით, რომელიც გვაკავშირებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია მომავალ წელს დავიწყოთ დოქტორანტურის ერთობლივი პროგრამა. ჩვენი მეცნიერ-თანამშრომელი იქნება პირველი კანდიდატი, რომელიც ჩაირიცხება ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ, მობილობის საკითხია. ჩვენ ორი წლის წინ ვიყავით საქართველოში და დავინახეთ, რომ ეს საკითხი თქვენთვისაც აქტუალურია. დღეს მსოფლიოსთვის, კრიზისის პირობებში, ამ საკითხმა უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა. ეს კონფერენციაც სწორედ ამგვარი საკითხების გადაჭრისთვის არის საუკეთესო საშუალება. იმედი მაქვს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი საკონფერენციო თემა ზუსტად ასახავს ვითარებას“, – განაცხადა შტეფან ჰუტერმა.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეების ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ინდექსის მქონე სამეცნიერო ჟურნალში.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ამოქმედდა ორი უნივერსიტეტის ერთობლივი საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა, რომლის პირველი დოქტორანტი იქნება ზაარლანდის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. ეს თავიდანვე ძალიან კარგი იდეა იყო და რაც მთავარია, სწრაფად შესრულებადი. წელს კონფერენციაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის უცხოელი მეცნიერების. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, გამოვა შრომების კრებული, რომელსაც ექნება საერთაშორისო ინდექსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
კონფერენცია გაგრძელდა სექციურ ფორმატში. მომხსენებლები განაწილდნენ 3 სექციად: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...