სტუ-ში პროექტის — „ქალთა ტექ ჰაბი“ წარდგენა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) საჯარო წარდგენა გაიმართა.
პროექტის წარდგენის ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, მონაწილეობდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები – სახალხო დიპლომატიის განყოფილების უფროსი ალექსანდერ დენიელსი და საჯარო დიპლომატიის განყოფილების საგრანტო პროექტებისა და უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი სოფო ბზიშვილი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, „ქალთა ტექ ჰაბის“ პროექტის საოპერაციო გუნდის წევრები: სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი და ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, უნივერსიტეტის ინჟინერ-მკვლევარი ქალები, სტუდენტები და სხვა მიწვეული სტუმრები.
რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემუშავებულმა პროექტმა – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ – დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა. რექტორმა ყურადღება პროექტის კონცეფციასა და მიზნებზე გაამახვილა, ასევე, ინჟინერიისა და ტექმეწარმეობის სფეროში ქალის როლის გაძლიერების შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად შეიქმნა „ქალთა ტექ ჰაბი“, რომელიც პროაქტიულად განახორციელებს ინჟინერიასა და ტექნიკურ მეწარმეობაში ქალთა როლის გაძლიერებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროექტის საოპერაციო გუნდის წევრებთან ერთად, იზრუნებს მაქსიმალურად წაახალისოს ქალები, რომლებიც სწავლობენ ან აპირებენ დასაქმდნენ საინჟინრო ინდუსტრიაში, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სამეწარმეო იდეები. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი საინჟინრო სფეროში უნივერსიტეტის სტუდენტ და კურსდამთავრებულ ქალთა კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს შექმნის ისეთი მხარდამჭერი ინსტრუმენტებით, როგორიცაა სემინარები, ბიზნესსექტორთან კოოპერაცია და სხვადასხვა ინოვაციური მექანიზმები. ვფიქრობთ, პროექტი სასურველ შედეგებს მოგვიტანს, რაც გულისხმობს იმას, რომ საინჟინრო დარგების სპეციალისტი ქალები, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის სინთეზის გზით, აიმაღლებენ ცოდნას, განივითარებენ უნარებს და შეძლებენ თავიანთი ბიზნესინიციატივების შემუშავება-მართვას. გარდა ამისა, „ქალთა ტექ ჰაბი“ ეფექტურად იზრუნებს, სტუდენტ გოგონებსა და ქალებში გააღვივოს ინტერესი საინჟინრო და ტექმეწარმეობის დარგების მიმართ, რათა მათ შეძლონ კარიერის დაგეგმვა და განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოყენება. საბოლოო ჯამში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეს პროექტი, სხვა საუნივერსიტეტო პროექტებთან ერთად, ეხმიანება ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს და ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ და კონკურენტუნარიან სპეციალისტთა მომზადებას, გარდა ამისა, გაზრდის მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ და საუნივერსიტეტო სივრცეში პროექტის განხორციელების მნიშვნელობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ისაუბრეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა – ალექსანდერ დენიელსმა და სოფო ბზიშვილმა.
სტუ-ის პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ – საოპერაციო გუნდის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის სტრატეგიული მიზნების, სამოქმედო გეგმისა და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრეზენტაციის სახით მიაწოდეს. როგორც მათ აღნიშნეს, უახლოეს მომავალში, პროექტის ეგიდით შეიქმნება კარიერული პლატფორმა, რომელიც საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვაზე, ქალ ინჟინერთა დასაქმებასა და მათ კარიერულ განვითარებაზე იზრუნებს.
პროექტს – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub), რომელიც 11 თვის მანძილზე გაგრძელდება, კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს. პროექტმა დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...