სტუ-ში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგი — „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება“ — ჩატარდა.
ტრენინგი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტების მონაწილეობით, სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის ჩართულობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის ზაზა ბუაჩიძის თქმით, ტრენინგები მიზნად ისახავს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული განათლების მასწავლებლების როლისა და საქმიანობის გამოკვეთას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 27 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ პროგრამა ძალიან მოთხოვნადია და შესაბამისად, კონკურსიც დიდია. უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმინილი იმისათვის, რომ სტუდენტი სიღრმისეულად დაეუფლოს პროფესიას. აქ მაღალკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან. ტრენინგი, რომლის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის უფროსს, ასოცირებულ პროფესორ ეკა ნარეშელაშვილს, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია შედეგზე ორიენტირებულია, იმდენად, რამდენადაც მისი მიზანი პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერა, სწავლების დაგეგმვის და განხორციელების პროცესის მართვა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაა”, — აცხადებს ზაზა ბუაჩიძე.
ტრენინგის — „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება“ — მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პროფესიული ავტორიზაციის სტანდარტებს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 27 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, მათ შორის:
-
ჰაერის კონდიცირება;
-
სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა;
-
საოფისე საქმე;
-
ღონისძიების ორგანიზება;
-
ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება;
-
ავტომობილის ძრავის შეკეთება;
-
სამკერვალო წარმოება;
-
ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება;
-
საბაჟო საქმე;
-
გრაფიკული დიზაინის შესრულება;
-
ხის მხატვრული დამუშავება;
-
სარკინიგზო გადაზიდვები;
-
ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები;
-
მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი;
-
მექატრონიკა; სამრეწველო ავტომატიზაცია;
-
მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი;
-
სამთო ტექნიკოსი;
-
სამთო ელექტრომექანიკოსი;
-
მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი;
-
მღებავი;
-
მებათქაშე;
-
ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა;
-
მევენახეობა;
-
მეფუტკრეობა;
-
ბუღალტრული აღრიცხვა.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....