სტუ-ში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია – „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია – „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები“ – გაიმართა.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, 2021 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერმანენტულად ახორციელებენ ერთობლივ სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს და სხვა ღონისძიებებს.
კონფერენციის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა. თბილისის მერიამ კონკურსის მონაწილეთათვის პრიზები დააწესა. თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქპატენტის, როგორც ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკისა და სტრატეგიის განმსაზღვრელი ინსტიტუციის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, საქპატენტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და თბილისის მერიასთან ერთად, საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ორგანიზატორია.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, როგორც აკადემიური და იურიდიული წრეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღევანდელი რეალობა, რომელიც ცოდნასა და ტექნოლოგიურ პროგრესზეა დამყარებული, გვიჩვენებს, რომ ინტელექტუალური საკუთრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ არის მეცნიერებისა და ინოვაციების წამყვანი ცენტრი. ჩვენი მკვლევრები, მეცნიერები და სტუდენტები ახალი იდეების, ინოვაციური აღმოჩენების განხორციელებასა და თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე მუშაობენ, რაც დაცვას საჭიროებს. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გარეშე, ჩვენი მეცნიერების ნამუშევრები შეიძლება არაკეთილსინდისიერად იქნას გამოყენებული. ინტელექტუალური საკუთრების სამართალი მხოლოდ იურიდიული ფორმალობა არ არის – ეს არის საყრდენი, რომელიც იცავს შემოქმედებას, ახალისებს ინოვაციას და აფასებს შრომას. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი დღევანდელი კონფერენცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ გამოწვევები, სამართლებრივი მექანიზმები და საუკეთესო პრაქტიკები, რათა უკეთ დავიცვათ გამომგონებელთა და ავტორთა უფლებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ ჩვენი სტუდენტებიც – მომავალი მეცნიერები, ინჟინრები და იურისტები. გილოცავთ კონფერენციის გახსნას და მადლობას გიხდით ამ მნიშვნელოვან დიალოგში მონაწილეობისთვის. თქვენი იდეები და ჩართულობა გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის და ქვეყნის მომავალი იქნება უფრო ინოვაციური, სამართლიანი და მეტად დაცული“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ წერეთელმა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქპატენტის თავჯდომარე სოსო გიორგაძემ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის დეკანმა მამუკა გიორგაძემ და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ქარსელაძემ.
კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა: იტალიისა და ესტონეთის უნივერსიტეტების სტუდენტები ზუმ-პლატფორმის მეშვეობით ჩაერთნენ, ხოლო ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მოხსენებები ადგილზე წარადგინეს.
სტუდენტური მოხსენებები სპეციალურმა, სამი წევრისგან (სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მირანდა გურგენიძე; საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი; ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ქარსელაძე) შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
ხუთი საუკეთესო მოხსენების ავტორი სტუდენტები: ნიცი გოდაბრელიძე (სტუ), რუსუდან სადღობელაშვილი (სტუ), ნუცა მარგიშვილი (თსუ), ანა ფაცაცია (თსუ) და საბა სეფერთელაძე (ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია), ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით, ბაკურიანში სამეცნიერო-შემეცნებითი ახალგაზრდული ბანაკის საგზურებით დაჯილდოვდნენ.
კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები და, ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით, მოკლევადიან ახალგაზრდულ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, საგზურები გადაეცათ. კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო თეზისები, უახლოეს მომავალში, კრებულის სახით გამოიცემა.
Related
GTU Rector, Academician David Gurgenidze, Expresses His Condolences to the Family and Colleagues on the Passing of Elene Abashidze
On behalf of the university community, the Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow over...
GTU Rector Awarded University Gold Medals and Honorary Diplomas to Eleven Professors
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, based on the GTU Academic Council decision, awarded GTU gold...
“Using Artificial Intelligence Tools in the Educational Process” – Training for Public School Teachers
The Faculty of Informatics and Control Systems of the Georgian Technical University has successfully completed the training program “Using Artificial...
Memorandum of Understanding Signed Between GTU and Oil and Gas Corporation
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli, and General Director of the Georgian Oil and Gas Corporation, Ekaterine...
International Scientific Conference “Dialogue of Civilizations, Problems and Challenges” Held at GTU
The II International Scientific Conference “Dialogue of Civilizations, Problems and Challenges” was held at the Georgian Technical University, organized by...
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...