სტუ-ში სამუშაო ვიზიტით ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტი იმყოფება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ზურაბ გუდავაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტს, პაულ ჯეკისონს შეხვდა.
ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) ორგანიზებით გაიმართა, სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები ესწრებოდნენ, ასევე, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) პრეზიდენტი, მშენებელ ინჟინერთა მსოფლიო საბჭოს (WCCE) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი აზიის კონტინენტზე, WCCE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტში, დოქტორი იური სვანიძე.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა. პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტს და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტს.
როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოსთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს შორის თანამშრომლობა შედგა უნივერსიტეტსა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. თავის მხრივ, უნივერსიტეტს და საზოგადოებას მრავალმხრივი მიმართულებით მჭიდრო და ფართო სპექტრის კოლაბორაცია აკავშირებს.
ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭო, ევროპის მასშტაბით, აერთიანებს პროფესიონალ ინჟინერთა 22 საზოგადოებას, ნახევარმილიონზე მეტი წევრით და ყოველწლიურად ატარებს ან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. ამ ორგანიზაციასთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ნიშნავს ჩვენი სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოსა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას“, – აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.
საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება 2024 წლიდან არის ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს წევრი ორგანიზაცია: „მეცნიერებთან ერთად საინჟინრო სექტორის განვითარებაზე დიდ როლს ასრულებს პროფესიული საზოგადოებები და ახალგაზრდა ინჟინრები.
ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს აქტიური წევრი და საბჭოსთან ერთად ჩავერთოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი უნივერსიტეტთან ერთად 102 წელს ითვლის. ეს არის უძველესი სკოლა და იმედი მაქვს, როგორც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი, ასევე სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები გარკვეულ წვლილს შეიტანენ საინჟინრო სექტორში არსებული გამოწვევების გადაწყვეტაში“, – აცხადებს იური სვანიძე.
ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტმა პაულ ჯეკისონმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა გააცნო და გაწეული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...