სტუ-ში შემოქმედებითი ჯგუფების ახალი წევრებით შევსება დაიწყო
ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილი შემოქმედებითი ჯგუფები, ახალი წევრების შერჩევის მიზნით, „ქასტინგს“ აცხადებენ!
ყველას, ვისაც გიყვართ სიმღერა, დაკვრა, ცეკვა და სცენა, გიწვევთ გახდეთ ჩვენი შემოქმედებითი გუნდის წევრები
ახალი წევრების შერჩევის განრიგი:
- იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 17:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის ივანე ჯავახიშვილის დარბაზი. მისამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა #77 (სააკაძის მოედანზე); ხელმძღვანელი ციცი ფალავანდიშვილი – 599 51 21 35;
- სტუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ – ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე, სტუ-ის II სასწავლო კორპუსი, ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზი; მისამართი: მერაბ კოსტავას #67 (საზოგადოებრივი მაუწყებლის მოპირდაპირედ); ხელმძღვანელები: თემურ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი – 599 77 94 77 | 599 41 11 71;
- სტუ-ს სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 12:00- დან 17:00-საათამდე, სტუ-ის II სასწავლო კორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია „მოდინახე“; მისამართი: მერაბ კოსტავას #67 (საზოგადოებრივი მაუწყებლის მოპირდაპირედ); ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე – 599 10 04 83
- სტუ-ის ჯაზ-ბენდი – ოთხშაბათს და პარასკევს, 14:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, კულტურის განყოფილება. მისამართი: მერაბ კოსტავას # 77 (ბენდს ესაჭიროება როგორც ვოკალისტები, ასევე ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის მსურველი ახალგაზრდები); ხელმძღვანელი ირაკლი კალმახელიძე – 577 42 10 17
- სტუ-ის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფი „ქალდეა“ – შაბათს 16:00 საათზე, სტუ-ის VI სასწავლო კორპუსი, I სართული, #119 აუდიტორია; მისამართი: მერაბ კოსტავას # 77; ხელმძღვანელი თამაზ ჯამაგიძე – 555 33 64 85
- MUSIC ART HOUSE – 8 ოქტომბერს, 14:00-დან 17:00 საათამდე; სტუ-ის I სასწავლო კორპუსი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, #562 აუდიტორია; მისამართი: მერაბ კოსტავას #68; ხელმძღვანელი გიორგი ქურასბედიანი – 557 532 811
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა მსურველს გელით!
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...