სტუ-ში სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს
img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2022-2023 სასწავლო წლის შიდა საუნივერსიტეტო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტებისა და სტუდენტური გუნდების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
სპორტული ოლიმპიადა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ 9 სახეობაში – ფუტსალი, ფრენბურთი, ცურვა, მკლავჭიდი, ბადმინტონი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, შაში – ჩატარდა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13-ვე ფაკულტეტის გოგონათა და ვაჟთა სტუდენტური გუნდები და ინდივიდუალურად მოასპარეზე სტუდენტი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
დაჯილდოების ღონისძიებაზე ივანე ჯავახიშვილის დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ფაკულტეტების დეკანებს, სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალსა და მიწვეულ სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი მიესალმნენ და სპორტული ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტებსა და მწვრთნელებს დაძაბულ შეჯიბრში გამარჯვება მიულოცეს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თითოეულ ჩვენს სტუდენტს გულითადად ვულოცავთ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ. სასიხარულოა, როცა ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასპორტო ტრადიციებს აგრძელებენ. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს საუნივერსიტეტო სპორტისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და ჩვენი ახალგაზრდების მრავალმხრივი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას. სწორედ მსგავსი აქტივობები განაპირობებს მომავალში, გაცილებით დიდ ასპარეზზე, არაერთი ღირსეული და მნიშვნელოვანი წარმატებების მოპოვებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელთან და იმიჯთან. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, მათ მწვრთნელებს, ფაკულტეტებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, დაძაბულ სპორტულ ტურნირებში თავდაუზოგავად იასპარეზეს და გამარჯვება მოიპოვეს“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.
შიდასაუნივერსიტეტო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულ გოგონათა და ვაჟთა გუნდებს, ასევე, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში გამარჯვებულ სტუდენტებს ჯილდოები და მედლები გადასცეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა, სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა, მძლეოსანმა მაია აზარაშვილმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, მანუჩარ მაჩაიძემ, სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, აკადემიური საბჭოს სწავლულმა მდივანმა, პროფესორმა იაშა კუტუბიძემ, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, დავით ლეშკაშელმა.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...