სტუ-ში, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე, სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ – გაიმართა, რომელზეც ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების: სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, სამთო-გეოლოგიურის, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ასევე აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის 27 სტუდენტი წარდგა, ხოლო, საერთო ჯამში, მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ფაკულტეტების 63 სტუდენტმა, რომლებმაც თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს გაუგზავნეს.
გარდა ამისა, სტუდენტთა IV საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ონლაინ რეჟიმში ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) მაგისტრანტები იყვნენ ჩართული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტური კვლევების განვითარების მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ახალგაზრდებს დახმარებას უწევს მკვლევრის უნარ-ჩვევების გამოვლენასა და სამეცნიერო აუდიტორიასთან ადაპტაციაში, ასევე, მათ სამეცნიერო მუშაობის დიდ გამოცდილებას სძენს.
როგორც დეკანი აღნიშნავს, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის ბოლოს, სამშენებლო ფაკულტეტზე იმართება. სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობით, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების ნებისმიერ მოტივირებულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, გამოავლინოს უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს წარუდგინოს მეცნიერულად დასაბუთებული ნაშრომი, რომელიც შესაძლებელია, სამომავლოდ პრაქტიკაში დაინერგოს.
სტუდენტთა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პირველ დღეს, სამეცნიერო მოხსენებითა და შესაბამისი პრეზენტაციით წარდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, ხოლო ღონისძიების მეორე დღეს – მაგისტრანტები და დოქტორანტები. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებით არის დაკომპლექტებული, კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელ ბაკალავრთა, ასევე მაგისტრანტთა და დოქტორანტთა შორის სამი-სამი საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე აღნიშნავს, სტუდენტები, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად, თემებს მთელი სემესტრის განმავლობაში ამუშავებენ, რათა საერთაშორისო კონფერენციაზე, სამეცნიერო თვალსაზრისით, კვალიფიციური და აქტუალური კვლევები წარმოადგინონ.
დეკანის მოადგილის თქმით, სპეციალურმა კომისიამ ბაკალავრთა შორის სამი საპრიზო ადგილი სტუდენტებს – გეგა ჯერენაშვილს, ლუკა მოდებაძეს და გიორგი კუპრაშვილს, ხოლო მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შორის – ლაშა ჭიპაშვილს, სალომე სეხნიაშვილსა და ქეთევან წიქარიშვილს მიაკუთვნა. მასალის საუკეთესოდ წარმოდგენისა და თემის აქტუალობისთვის კი, სპეციალური პრიზი სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა ბაკალავრ დავით მაისურაძეს გადასცა.
სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული ნაშრომების პირველი სამეულის ავტორებს, საერთო ჯამში ექვს სტუდენტს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. გარდა ამისა, საკონფერენციო ნაშრომებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კრებულის სახით გამოსცემს.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...