სტუ-ში ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელთა ალიანსის შექმნის მიზნით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელთა ალიანსის შექმნის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთიანი რეგიონების პრობლემების კვლევის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი და ტურიზმის ექსპერტი, პროფესორი კობა არაბული, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი მალხაზ ღვინჯილია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ქემერტელიძე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი სოფო თევდორაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე, შავი ზღვის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძე, იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი მანანა ალადაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გიგი ყუფარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თენგიზ გორდეზიანი, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია თოფურია და ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მალაღურიძე.

ღონისძიება მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა გახსნა. პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ ისაუბრა მთის მდგრადი განვითარების პრობლემებზე, ამ კუთხით ფაკულტეტის როლზე, მის მიღწევებზე და ახალ შესაძლებლობებსა და გეგმებზე.
„შეხვედრის მონაწილეები ჩვენს ინიციატივას დაეთანხმნენ, რათა დაფუძნდეს ალიანსი, ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე. შევთანხმდით, რომ აუცილებელია განყენებული/ცალკეული გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის თავმოყრა. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი იქნება ახალგაზრდებისთვის ტურიზმის დარგში ცოდნის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარების შეძენის შესანიშნავი შესაძლებლობა.
ალიანსის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდგრადი მთის განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. მათ შორის, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ ფოტოკონკურსში – „მყინვარები, როგორც წყლის რესურსები“, რომელიც თებერვალ-მარტში გაიმართება და მყინვარების დაცვის საერთაშორისო წელს მიეძღვნება. ალიანსი მხარს დაუჭერს სტუდენტურ გაზეთს „სამშობლო იწყება მთებით“. გაზეთში გაშუქდება მთიან რეგიონებთან დაკავშირებული ალიანსისა და ფაკულტეტთა სხვადასხვა ღონისძიება”, – აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.
Related
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...