სტუ-ში, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში საუნივერსიტეტო საზოგადოება საკუთარ წვლილს შეიტანს მოქალაქეთა ცნობიერების გაზრდისა და ძუძუს კიბოს პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში მათი მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან – „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის, ძუძუს კიბოს რისკებისა და რეგულარული სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა ირმა ზავრადაშვილმა, ნინო წილოსანმა და ბაია კვიციანმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ კიღურაძემ, უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და მედიკოსებმა.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ოქტომბერი მსოფლიოში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა და მას 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს. „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევად აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
როგორც რექტორმა, დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი ადმინისტრაცია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უერთდებიან „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის შესახებ საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობების აქტიური ინფორმირების, ამ მიმართულებით მათი ცნობადობის ამაღლების ღონისძიებებს, რაც რექტორის თქმით, დაავადების პრევენციისა და სკრინინგ-კვლევების რეგულარულად ჩატარების ჩვევების გამომუშავებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი გზაა.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელის, ეთერ კიღურაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი გზავნილი ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამებში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობის გაცნობიერებაა. ეთერ კიღურაძის თქმით, საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა, რომლით სარგებლობაც ბენეფიციარებს უფასოდ შეუძლიათ, ხოლო საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება კი აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადება განკურნებადია და, ამასთან ერთად, მცირე ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, როგორც პაციენტის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეკა ადამიამ ყურადღება გაამახვილა, როგორც კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, ასევე, ახალგაზრდებში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და არსებულ პროგრამულ სიახლეებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება დაავადების განვითარებისა და სიკვდილიანობის რისკის მკვეთრ შემცირებას უზრუნველყოფს.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, ყველა დაინტერესებულ უწყებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში. როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტებთან შეხვედრას დიდი დატვირთვა აქვს, რადგან თითოეული ახალგაზრდა მოიაზრება „ვარდისფერი ოქტომბრის“ ელჩად, როგორც თავის ოჯახში, ასევე იმ სოციუმში, რომლის ნაწილსაც თავად წარმოადგენს.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...