სტუ, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით, აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.
დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სალომე მახარაძე, ქალაქ ზესტაფონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების საჯარო და კერძო სკოლების აბიტურიენტებს, ასევე, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეხვდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა გააცნო, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამად არის აღიარებული.
როგორც სალომე მახარაძე აღნიშნავს, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, დარგის პოპულარიზაციისა და ციფრული ტელეკომუნიკაციის ინჟინერიით ახალგაზრდა თაობის დაინტერესების მიზნით, ღია კარის ფორმატში, რეგულარულ შეხვედრებს ატარებს სამიზნე ჯგუფებთან – როგორც დედაქალაქის, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან.
მისი თქმით, ქალაქ ზესტაფონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას, ასევე, დასაქმების იმ პერსპექტივებს, რაც ციფრული ტელეკომუნიკაციის ინჟინრის მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების შედეგად არის მოსალოდნელი.
„მოზარდები აქედანვე უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ შრომის ბაზარზე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ძალიან მოთხოვნადია და ამ პროფესიის მქონე ახალგაზრდა აუცილებლად მოიძიებს მაღალანაზღაურებად სამსახურს. სწორედ სკოლის მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ და განვუმარტოთ, თუ რა პერსპექტივები აქვს ამ დარგს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო სივრცეში. არაერთი საინტერესო შეხვედრა შედგა ზესტაფონის N1, N3, N7 საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან, დირექტორებთან. ღია კარის ფორმატში შევხვდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: კლდეეთის, ცხრაწყაროს, კვალითის, I და II სვირის, საზანოს, საქარის, ბოსლევის, დილიკაურის, შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც ციფრული სატელეკომუნიკაციო დარგის მნიშვნელობაზე ვესაუბრე, წარვუდგინე ვიზუალური პრეზენტაცია ჩვენი საბაკალავრო პროგრამის შესახებ, დავურიგე ვრცელი საინფორმაციო ფურცლები და ბუკლეტები. მოსწავლეებს გავუზიარე ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაძლებლობების შესახებ, გავაცანი სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურა, ვისაუბრეთ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებსა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაზე, სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე; რაც მთავარია, განვიხილეთ კარიერული განვითარების შესაძლებლობები და დასაქმების ის პერსპექტივები, რისი მოლოდინიც უნდა ჰქონდეთ ჩვენი უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ ახალგაზრდა პროფესიონალ კადრებს ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროგრამის დასრულების შემდეგ. სასიხარულოა, რომ შეხვედრებმა თბილ გარემოში, ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა და მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია“, – აღნიშნავს სტუ-ის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სალომე მახარაძე.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო შეხვედრები თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...