სტუ ცნობილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ცნობილი კომპოზიტორის ოჯახს, მეგობრებს, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და სამუსიკო საზოგადოებას.
,,მწუხარებას გამოვთქვამთ იმ დიდი დანაკლისის გამო, რაც ჩვენმა საზოგადოებამ გამორჩეულად საყვარელი კომპოზიტორის, პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებით განიცადა. მისი სახელი, ბრწყინვალე მელოდიები და სიმღერები, ყველა თაობაში რომ გასაოცარი პოპულარობით სარგებლობს, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართული მუსიკალური ხელოვნების მატიანეში. სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ვაჟას ოჯახს, მეგობრებს, კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, ჩვენი ქვეყნის სამუსიკო საზოგადოებას – ყველას, ვისთვისაც ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ასე ძვირფასია“.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...