სტუდენტებისთვის – „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო სტუდენტებისთვის – „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ საგრანტო კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც პროექტის ადმინისტრირების მიზნით აერთიანებს საინიციატივო ჯგუფში არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.
განაცხადების მიღება დაიწყო 31 მარტიდან და გაგრძელდება 25 აპრილის ჩათვლით.
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი:
- კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 240 000 ლარს;
- ერთ პროექტზე მოთხოვნილი ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა არის არაუმეტეს 15 000 ლარი.
საგრანტო პროექტების თემატური მიმართულებები:
- მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და ინტერკულტურული დიალოგი;
- მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და სოციალური ინიციატივები;
- ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა;
- პროფესიული განვითარების, ტრენინგებისა და ფორუმების ორგანიზება სტუდენტებისთვის;
- არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების შექმნა;
- მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარება;
- ნაკლებ შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა და ინკლუზია;
- ჯანმრთელობის, ეკოლოგიის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობა;
- საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება;
- სტუდენტური კლუბებისა და თვითმმართველობების გაძლიერება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს მოცემული საკონტაქტო მონაცემების დახმარებით:
- 032 230 51 65; 595 294 901; 598 932 300.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...