სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია უნიკალური აკადემიური პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენას, კვლევითი კომპეტენციების განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. სამეცნიერო ღონისძიება 57 დარგობრივ სექციად წარიმართა და მასში 580-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა:
- სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავა 3-მა სექციამ და ნაშრომი წარადგინა 18-მა სტუდენტმა;
- ენერგეტიკის ფაკულტეტი 6 სექციითა და 46 სტუდენტით წარდგა;
- სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი – 5 სექციითა და 39 სტუდენტით;
- ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი – 6 სექციითა და 51 სტუდენტით;
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი – 2 სექციითა და 39 სტუდენტით;
- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი – 2 სექციითა და 55 სტუდენტით;
- ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 133-მა სტუდენტმა 9 სექციად იმუშავა;
- დიზაინის საერთაშორისო სკოლის 23-მა სტუდენტმა – 1 სექციად;
- აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 54-მა სტუდენტმა 6 სექციად;
- ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 20-მა სტუდენტმა 4 სექციად; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 52-მა სტუდენტმა 66 სექციად;
- მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 13-მა სტუდენტმა 1 სექციად;
- სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე 6-მა სექციამ 37 სტუდენტის მონაწილეობით იმუშავა.
სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელმაც მიმდინარე წლის 5 ივნისიდან 21 ივნისამდე გასტანა, პირველი ადგილი მოიპოვა 143-მა სტუდენტმა, მეორე – 105-მა, ხოლო მესამე 63-მა.
კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებსა და ორგანიზატორს – სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტსა და მის ხელმძღვანელს, ლევან ფიფიას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი კვლევითი პოტენციალი, გაიღრმავონ აკადემიური უნარები და საერთაშორისო მასშტაბით ჩაერთონ სამეცნიერო დიალოგში.
რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტს, პროგრამულ ჯგუფებს, ტექნიკურ პერსონალს და იმ მენტორებს, რომელთა დახმარებითაც სტუდენტებმა ღირსეული და მაღალაკადემიური ნაშრომების წარდგენა შეძლეს. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა მხარდამჭერი და მომავალშიც არაერთ ინიციატივას განხორციელებს სტუდენტური კვლევების წასახალისებლად.
„გვახარებს ის გარემოება, რომ კონფერენცია ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იძენს და საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობაც იზრდება. ეს ადასტურებს ჩვენი უნივერსიტეტის მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. სტუდენტების მონდომება და კვლევითი ინტერესები ნამდვილად იმსახურებს აღიარებას. ეს კონფერენცია არა მხოლოდ შედეგების გაზიარებაა, არამედ ახალი სამეცნიერო იდეების, თანამოაზრეების მოძიებისა და სამომავლო თანამშრომლობის დასაწყისიცაა.
პირველ რიგში, მსურს, გულითადად მივულოცო თითოეულ მონაწილეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობა. მათ წარმოაჩინეს შთამბეჭდავი კვლევითი ნაშრომები, ახალი ხედვები და ინოვაციური იდეები, რაც ნათლად მეტყველებს მომავალი თაობის ინტელექტუალურ პოტენციალზე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მრავალმხრივი თემატიკა სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების, ინფორმატიკის, ხელოვნური ინტელექტის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ქიმიური ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის ინჟინერიის, სამთო-გეოლოგიის, ენერგეტიკისა თუ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სტუდენტებმა გამოავლინეს ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა თავიანთ სფეროებში.
სტუდენტების ენთუზიაზმი, მეცნიერებისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვა ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. დარწმუნებული ვარ, ეს კონფერენცია ახალგაზრდა თაობის პროფესიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებს“, – აცხადებს რექტორი.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...