სტუდენტური კონკურსი – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, გაეროს განვითარების პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი სტუდეტებისთვის კონკურსს – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“, აცხადებენ.
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება, ოზონის შრის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ზოგადად, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის; თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ოზონის შრის დაცვას და იმ ახალ გამოწვევებზე, რომლებიც დღის წესრიგში დადგა კლიმატის ცვლილების ფონზე. ასევე სამაცივრო, ჰაერის კონდიცირების და თბური ტუმბოების კვალიფიცირებული სპეციალისტების ნაკლებობაზე საქართველოში.
კონკურსის თემები
-
თანამედროვე ტექნოლოგიები სამაცივრო, თბური ტუმბოების და ჰაერის კონდიცირების სისტემებში;
-
ენერგოეფექტური გათბობის და გაგრილების სისტემები;
-
პასუხი გამოწვევაზე – ოზონის შრის დაცვა და კლიმატს ცვლილება.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
2024 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, უნდა იყოს საქართველოში ავტორიზებული სასწავლებლების პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი;
წარმომდგენი პირი თავად უნდა იყოს ნაშრომის ავტორი. თანაავტორი არ უნდა იყოს 2-ზე მეტი არასტუდენტი პირი;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირებული უნდა იყოს შემდეგ ბმულზე.
ნაშრომების წარდგენა
-
ნაშრომის გვერდების რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს – 30 გვერდისა (ნახაზების და დანართების გარეშე)
-
ფონტი: Sylfaen; ზომა: 11
-
ნაშრომის ფორმატი: Word და/ან pdf
შეფასების კრიტერიუმები
-
გამოწვევა და მისი სიღრმისეული ანალიზი
-
ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბურის აირების ემისიების შემცირების საკითხის გადაწყვეტა საქართველოში
-
ინოვაციურობა
-
გენდერული საკითხების ინტეგრირება
-
სტილისტური გამართულობა
საკონკურსო კომისია
საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იქნება გაეროს განვითარების პროგრამის (2), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (2), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (2) და ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის (2) წარმომადგენლებით.
საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნება სამი საუკეთესო ნაშრომი. ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან ტექნიკის მაღაზიის ფასიანი ვაუჩერით: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი 1300; III ადგილი – 1000 ლარი.
დაჯილდოების ღონისძიება
გამარჯვებული ნაშრომების ავტორებისთვის ჯილდოების გადაცემა მოხდება სტუდენტურ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. # 68, თბილისი).
ღონისძიებაზე მოწვეული იქნება ყველა ის სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს საკონკურსო მასალებს.
საკონკურსო ნაშრომების წარდგენის ვადები და პირობები
ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება, 2024 წლის 1 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: Ugrekhelidzeirine05@gtu.ge და lali.tevzadze@undp.org
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
-
ირინა უგრეხელიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 551 970301, Ugrekhelidzeirine05@gtu.ge
-
ლალითევზაძე, პროექტის მენეჯერი, გაეროს განვითარების პროგრამა, 557 736919, lali.tevzadze@undp.org
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...