ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან (გერმანია) წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი დაიწყო.
ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობით, გაიმართება საჯარო ლექციები, ერთობლივი სამეცნიერო სემინარები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები და კულტურული პროგრამები, რაც მიზნად ისახავს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების განვითარებას ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში. გარდა ამისა, გერმანელი სტუმრები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინდუსტრიული კომპანიების საქმიანობას.

ღონისძიების გახსნაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია – პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ხელმძღვანელობით.
მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გერმანულ-ქართულ აკადემიურ თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის 36 წელი შესრულდა – „ეს არის პერიოდი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებში“, – აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პარტნიორობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო თანამშრომლობას აკადემიური სივრცის გამდიდრება და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. 36 წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად განვავითარეთ არაერთი წარმატებული პროექტი, აღვზარდეთ პროფესიონალ სპეციალიტთა და მკვლევართა თაობები, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში ამკვიდრებენ საერთაშორისო განათლების სტანდარტებს. ჩვენი პარტნიორობის მომავალი ეტაპი მიზნად ისახავს უკვე არსებული კოლაბორაციის მეტად გაღრმავებას – გამდიდრებას ახალი კვლევითი მიმართულებებით, ინოვაციური იდეებით და რა თქმა უნდა, საერთო მიზნებით, რომლებიც მიმართულია ცოდნის, პროგრესისა და საზოგადოების განვითარებისკენ“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი ორი საჯარო ლექციით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი თინა იაშვილი წარსდგა საჯარო ლექციით თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური ტრანფორმაცია“, ხოლო პროფესორი ანზორ აბრალავა – თემით: „ქართულ-გერმანული ურთიერთობების მოკლე ისტორიული რაკურსი“.
ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი მიმდინარე წლის 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამასთან ერთად, ზააარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 13 ნოემბერს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით დაგეგმილ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...