სტუ თბილისში, ვერაზე დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით თბილისში, ვერაზე დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიას ეხმიანება, რომელმაც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა და სამძიმარს უცხადებს მოკლული ახალგაზრდის ოჯახს.

„ვუსამძიმრებთ ჩვენი უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელს, ქალბატონ ეკა ღუნაშვილს, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუნდობლად შეწყვეტილ სიცოცხლეს გლოვობს.

არის ტკივილი, რომლის შემსუბუქება შეუძლებელია; არის დანაკლისი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ანაზღაურებს – მაშინ როცა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე დაუნდობლად წყდება, როცა მისთვის მხოლოდ ჩვიდმეტი გაზაფხულია გავლილი და წინ იმედებითა და შესაძლებლობებით აღსავსე მთელი ცხოვრებაა.

სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა, რომლის დაცვაც საზოგადოების თითოეული წევრის უპირობო ვალდებულებაა. მისი ხელყოფა ყველაზე მძიმე დანაშაულია, რომელიც ღრმა კვალს ტოვებს თითოეული ჩვენგანის გულსა და ცნობიერებაში. ასეთ დროს გლოვობს არა მხოლოდ ოჯახი – გლოვობს მთელი ქვეყანა, რადგან თითოეული ახალგაზრდა სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის მომავალია, ჩვენი საერთო იმედი და პასუხისმგებლობაა. ყოველი მსგავსი ტრაგედია ძალუმად შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალადობასა და სიცოცხლის ხელყოფას უპირობოდ მოჰყვეს დამნაშავეების მთელი სიმკაცრით დასჯა – სწორედ ამ განცდის ურყევობა ქმნის უსაფრთხო გარემოს ჩვენი შვილებისთვის, ახალგაზრდებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იზიარებს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის უსაზღვრო ტკივილს. ამ უმძიმეს წუთებში მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით, ვლოცულობთ ნიკოლოზის ნათელი სულისთვის და მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ვუსურვებთ სიმტკიცესა და გამძლეობას ამ ენით აღუწერელი განსაცდელის გადასატანად“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ემერიტუსი პროფესორის მერაბ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუსის, გამოჩენილი მეცნიერის, ინჟინრის, ენერგეტიკის დარგის თვალსაჩინო მკვლევარისა და პედაგოგის, პროფესორ...

სიახლეები

2026-2027 სასწავლო წლის I სემესტრისთვის შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა უნდა მიმართონ...

სიახლეები

რექტორმა ღვაწლმოსილ მკვლევრებს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღვაწლმოსილ მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო...

სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტების გაცილების ღონისძიება სტუ-ში

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ ასწლოვან უმაღლეს საინჟინრო სკოლაში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას....

სიახლეები

DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთი ლიდერის, პროფესორ რობერტო პეტის საჯარო ლექცია სტუ-ში

„პროფესორ რობერტო პეტის ვიზიტი და მისი საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს სტუმრობს მეცნიერი, რომელიც...

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?