სტუ-ის რექტორი ემერიტუსი პროფესორის მერაბ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუსის, გამოჩენილი მეცნიერის, ინჟინრის, ენერგეტიკის დარგის თვალსაჩინო მკვლევარისა და პედაგოგის, პროფესორ მერაბ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო და საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს ლორთქიფანიძეების ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს.
„პროფესორ მერაბ ლორთქიფანიძის სახელი განუყოფლად არის დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და უმაღლესი ტექნიკური განათლების განვითარებასთან.
მერაბ ლორთქიფანიძე მრავალი წლის განმავლობაში ნაყოფიერ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ენერგეტიკის, სამშენებლო მასალების, ბეტონის ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკული ნაგებობების კვლევაში, აღზარდა არაერთი თაობის ინჟინერი და მკვლევარი. მისი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ბეტონის ზედამხედველობის, შეფასებისა და კონტროლის სამუშაოებში მონაწილეობა, რაც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იყო.
მერაბ ლორთქიფანიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას – როგორც პროფესორი, არა მხოლოდ ცოდნას უზიარებდა სტუდენტებს, არამედ კვლევისადმი ინტერესს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს უნერგავდა. დღეს მისი აღზრდილები აგრძელებენ პედაგოგის გზას და ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ საინჟინრო სკოლას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს”.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ინფორმაციისთვის: პროფესორ მერაბ ლორთქიფანიძე 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, რომელთაგან 11 უცხოეთშია გამოქვეყნებული. მას ეკუთვნის ორი მონოგრაფია, ორი სახელმძღვანელო, ოთხი გამოგონება და პატენტი. მის მიერ შემუშავდა ახალი მსუბუქი, მაღალი სიმტკიცის, წყალუჟონადი პოლიმერ-ლეჩო ბეტონი, რომლის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები მეცნიერულად შეისწავლა.მერაბ ლორთქიფანიძე იყო საქართველოს ენერგეტიკის აკადემიისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, აბრეშუმის გზის საერთაშორისო აკადემიის კომიტეტის წევრი (ჩინეთი), საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემის – «Физико-технические проблемы горного производства» სარედაქციო კოლეგიის წევრი.
2003 წელს მერაბ ლორთქიფანიძემ დააფუძნა კავშირი „მეცნიერება და ენერგეტიკა“, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იგი იყო სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის „ენერგია“ და ელექტრონული სამეცნიერო-ტექნიკური გამოცემის Energyonline.ge მთავარი რედაქტორი. სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან ერთად, პროფესორი მერაბ ლორთქიფანიძე მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თავისი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით არაერთი თაობის სტუდენტის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
მეცნიერული საქმიანობის პარალელურად, პროფესორ მერაბ ლორთქიფანიძის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართული და მსოფლიო პოეზიის სიყვარული. იგი თავადაც წერდა და თარგმნიდა ლექსებს. პროფესორ მერაბ ლორთქიფანიძის მრავალწლიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობა სათანადოდ იყო დაფასებული. 2003 წელს იგი ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
მსგავსი
2026-2027 სასწავლო წლის I სემესტრისთვის შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ
სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა უნდა მიმართონ...
რექტორმა ღვაწლმოსილ მკვლევრებს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღვაწლმოსილ მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო...
საერთაშორისო სტუდენტების გაცილების ღონისძიება სტუ-ში
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ ასწლოვან უმაღლეს საინჟინრო სკოლაში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას....
DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთი ლიდერის, პროფესორ რობერტო პეტის საჯარო ლექცია სტუ-ში
„პროფესორ რობერტო პეტის ვიზიტი და მისი საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს სტუმრობს მეცნიერი, რომელიც...
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...