სტუ-სა და Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ტექნოლოგიების მსოფლიო ბრენდის, Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია AMK Management-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით საფუძველი ჩაეყარა სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ქვეყანაში ახალ, მასშტაბურ შესაძლებლობებს შექმნის უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებისთვის.
თანამშრომლობის ფარგლებში, AMK Management-მა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა Carl Zeiss-ის თანამედროვე, ვიდეოკამერით აღჭურვილი სამეცნიერო მიკროსკოპი, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო გააძლიერებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, უახლესი სისტემა სპეციალურად არის განკუთვნილი მასალათმცოდნეობის სიღრმისეული ანალიზისთვის. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება რთული სტრუქტურების მაღალი სიზუსტით შესწავლა და დიაგნოსტიკა, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პრაქტიკული უნარების განვითარება.
როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, თანამედროვე სამეცნიერო მოწყობილობა მნიშვნელოვნად განავითარებს უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს და ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და დოქტორანტების ჩართულობას ინოვაციურ კვლევებში.
„მსგავსი პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც მეცნიერებისა და განათლების განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-თან სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების, კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიმართულებით.
Carl Zeiss-ის უახლესი სამეცნიერო მიკროსკოპი მნიშვნელოვნად გააფართოებს მასალათმცოდნეობის საუნივერსიტეტო კვლევებს, უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის ექსპერიმენტების ჩატარებას და ხელს შეუწყობს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რომ სტუდენტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერები იმუშავებენ იმ ტექნოლოგიებთან, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში გამოიყენება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პარტნიორობა საფუძველს ჩაუყრის არაერთ ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში“.
– პროფესორი თამარ ლომინაძე
მემორანდუმის ხელმოწერისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ასევე, ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას, სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებას და სასწავლო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. საქართველოში Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოებისა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, რაც ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ხელს შეუწყობს.
მსგავსი
სტუ-სა „გლობალ სელს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - „გლობალ სელი“ - დირექტორმა გიორგი მადუაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს...
რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე – სტუ CERN-ის მორიგ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-თან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების...
სტუ-სა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული...
წარმატებული სტუდენტებისთვის პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსება დაწესდა
„სასიხარულოა, რომ ამიერიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები, რომლებიც ჯგუფურად შემუშავებული ინტერდისციპლინური ინოვაციური პროექტებით კონკურსში გამარჯვებას მოიპოვებენ,...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის...
