2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება 23 დეკემბერს გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტში წერია, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. შესაბამისად, ისინი ამ დღეებში არ ისვენებენ.
ამავე განკარგულების თანახმად, საჯარო უწყებები თავად გადაწყვეტენ თუ რა ფუნქციების შესრულების აუცილებლობისთვის განსაზღვრონ რა სახით გაავრცელონ აღნიშნული განკარგულება მათ საქმიანობაზე.
“ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას” – ნათქვამია დადგენილებაში.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა
„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...
შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადაეცა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. მიმდინარე...
ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის...