სტრესის მართვის ტრენინგი იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სტრესის მართვის ტექნიკები იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის“, რომელიც განკუთვნილი იყო ქართველი და უკრაინელი სტუდენტებისთვის.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება, რომლებიც დაეხმარებათ სტრესის გაცნობიერებაში, ემოციური მდგომარეობის მართვაში და ყოველდღიურ აკადემიურ თუ პირად გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებაში. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოთერაპევტი სოფიკო გოგოჩაშვილი.

ტრენინგში განსაკუთრებით აქტიურად უკრაინელი სტუდენტები ჩაერთნენ, რომლებმაც თემის აქტუალურობისა და ტრენერის მაღალი პროფესიონალიზმისთვის, გულწრფელი მადლიერება გამოხატეს. როგორც მათ აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სურვილი გამოთქვეს, რომ სტრესის მართვასთან დაკავშირებული ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი განაგრძობს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების ფსიქოემოციურ კეთილდღეობას, ადაპტაციასა და აკადემიურ წარმატებას მრავალკულტურულ საგანმანათლებლო გარემოში. აღსანიშნავია, რომ ცენტრის საქმიანობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის „PROMENT“ ფარგლებში.


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?