„ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში” – ტრენინგი საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე დასრულდა ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგში, რომელიც უნივერსიტეტსა და ბოლნისის N1 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, ოცი პედაგოგი მონაწილეობდა.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მსგავსი ტიპის ტრენინგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული უნარების განვითარების თვალსაზრისით. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს სწავლება-სწავლის პროცესს, ზრდის გაკვეთილების ეფექტიანობას და პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდები დანერგონ.
„ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკულად იმუშავეს სხვადასხვა AI პლატფორმასთან, გაეცნენ მათი გამოყენების შესაძლებლობებს სასწავლო მასალების მომზადებაში, შეფასების სისტემების გაუმჯობესებასა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდების დანერგვაში. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის გამარტივებასა და ინდივიდუალურ სწავლებაზე მორგებული მიდგომების შემუშავებას უკავშირდება.
მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება AI ინსტრუმენტების ინტეგრირება სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებაში, როგორ ეხმარება იგი პედაგოგებს დროის ოპტიმიზაციაში და როგორ ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას ინტერაქტიული და მრავალფეროვანი სასწავლო მასალების შექმნის გზით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების საკითხებზე, რაც თანამედროვე განათლების სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა“.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”, ორი დღე მიმდინარეობდა. საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის სესიებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები – ლილი პეტრიაშვილი და მზია კიკნაძე უძღვებოდნენ.
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....