ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ბუღალტერთა კავშირის ინიციატივითა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების მიზანს ბუღალტერიის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა, თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში მისი როლის გააზრება, პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთკავშირის გაძლიერება, ასევე, სტუდენტებში საბუღალტრო და საფინანსო სფეროს მიმართ ინტერესის ამაღლება წარმოადგენდა.
სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, კონფერენციამ აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლები გააერთიანა. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუღალტერიის, როგორც თანამედროვე ბიზნესისა და ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენის როლს.
„ბუღალტერიის საერთაშორისო დღე პროფესიული საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია. იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუღალტრის პროფესიის მნიშვნელობას ეკონომიკური სტაბილურობის, ბიზნესის მდგრადი განვითარების, ფინანსური პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფის პროცესში.
კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს პროფესიის განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე, ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და იმ ახალ მოთხოვნებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე სპეციალისტები დგანან. ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ფინანსური ინფორმაციის დამუშავების ახალი მეთოდები, ავტომატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ბუღალტრის საქმიანობას სულ უფრო მრავალმხრივსა და საპასუხისმგებლოს ხდის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლების აუცილებლობას. თანამედროვე შრომის ბაზარი მომავალი სპეციალისტებისგან არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს, ანალიტიკურ აზროვნებას, პროფესიულ ეთიკასა და ტექნოლოგიურ სიახლეებთან ადაპტირების შესაძლებლობას მოითხოვს.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სტუდენტური ჩართულობა და მომავალი პროფესიონალების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო. მსგავსი ტიპის კონფერენციები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ მათ მიერ არჩეული პროფესიის პრაქტიკულ ასპექტებს, გააფართოონ პროფესიული თვალსაწიერი და გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ბუღალტრის საქმიანობას უკავშირდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის აკადემიური სივრცისა და პროფესიული ორგანიზაციების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტი, როგორც საინჟინრო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და ბიზნესგანათლების მნიშვნელოვანი ცენტრი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თეორიული ცოდნა პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
საქართველოს ბუღალტერთა კავშირისა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და პროფესიულ საზოგადოებას შორის კავშირების გაღრმავებას, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და დარგის აქტუალური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას“.
– სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი
მსგავსი
სტუ-ში Erasmus+ პროექტის Micro-GEAR შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტის - „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“...
სტუ-ში მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა, საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტისა და სტუ-ის ორგანიზებით, მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
„ხელისუფლება და საზოგადოება – 2026“- სტუ-ში XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის - „ხელისუფლება და საზოგადოება - ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ ორგანიზებით,...
საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიოზატორობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (გერმანია) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის...
სტუ-ში III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „German-Georgian Student Conference (GGSC) – 2026“ გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „German-Georgian...
„მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ – III საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და...
