საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიოზატორობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (გერმანია) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026″ ჩატარდა.
კონფერენცია, რომლის მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების განხილვა, ინოვაციური იდეების გაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. პროფესორმა თალიკო ჟვანიამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სახელით წარმატება უსურვა. სიტყვით გამოსვლისას დეკანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას, ახალი იდეების წარმოჩენასა და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერებას.
დეკანმა ხაზგასმით ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მსგავსი შეხვედრების როლზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების წარმოჩენისა და აკადემიური კავშირების გაღრმავების პროცესში.
როგორც თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნის გაზიარება, ახალი სამეცნიერო მიდგომების განხილვა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის, ისე ინოვაციური გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვისთვის.
„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ყოველწლიურად აგრძელებს განვითარებას და სხვადასხვა უნივერსიტეტს მასპინძლობის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კონფერენცია ბათუმში გაიმართა, წელს კი მას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს შორის არსებულ აკადემიურ პარტნიორობასა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების საერთო ინტერესს.
მსგავს ფორმატში კონფერენციების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს აერთიანებს, ქმნის სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების განხილვისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ამასთანავე, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის მდგრადი პროფესიული კავშირების განმტკიცებას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმოჩენას. ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და კონფერენცია იქცეს პლატფორმად, სადაც აკადემიური დიალოგი კონკრეტულ სამეცნიერო შედეგებსა და მომავალ ერთობლივ პროექტებში აისახება“.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
მსგავსი
სტუ-ში III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „German-Georgian Student Conference (GGSC) – 2026“ გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „German-Georgian...
„მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ – III საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და...
„სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“- მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 - ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სფეროს ცნობილი მკვლევრები,...
სტუ-ში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ
„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც...
თბილისში DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
2 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში საქართველოში დუალური უმაღლესი...
სტუ-ში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის,...