სტუ-ის ოთხი ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები დაენიშნათ


„განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების აკადემიური მიღწევების დაფასება განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სტუდენტური წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და პროფესიული მიზნებისკენ სწრაფვა ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც მომავალში ქვეყნის ინტელექტუალური, სამეცნიერო და ეკონომიკური განვითარება შენდება. აკადემიური მოსწრების მაღალი მაჩვენებლები, პროფესიული განვითარების მოტივაცია და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა – თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერას აგრძელებს, რისთვისაც ფონდს მადლობას მოვახსენებთ“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები გადაეცათ, განაცხადა.

ოთხი ფაკულტეტის აკადემიური მოსწრების მიხედვით უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ. ფონდის გადაწყვეტილებით, ყოველთვიური სტიპენდია, 300 ლარის ოდენობით, დაენიშნა აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტ ნანა ლაბაძეს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტ გიორგი ოთიაშვილს, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტ მარიამ ჯოხარიძესა და სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტ მარიამ ჯანიაშვილს.

გარდა ამისა, ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველკურსელთა შორის ყველაზე მაღალი სარეიტინგო მაჩვენებლის მქონე სტუდენტს, მარიამ ასათიანს, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდისგან 1500-ლარიანი პრემია გადაეცა.

დაჯილდოების ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები: პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი, კომუნიკაციების მენეჯერი მარიამ ცანდიშვილი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მან სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ყურადღება გაამახვილა განათლების დაფინანსების, აკადემიური წახალისებისა და ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე.

„საგანმანათლებლო დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი აკადემიური და პროფესიული პოტენციალი უფრო სრულყოფილად გამოავლინონ. სტიპენდია სტუდენტისთვის არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მისი შრომის, პასუხისმგებლობისა და მიღწეული შედეგების აღიარებაა. ამგვარი მხარდაჭერა აძლიერებს მოტივაციას, ხელს უწყობს აკადემიური წარმატებისკენ სწრაფვას და ახალგაზრდებს უქმნის განცდას, რომ მათი ძალისხმევა სათანადოდ ფასდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს განვითარება, სადაც ცოდნა, აკადემიური კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა და პროფესიული ზრდა სათანადოდ ფასდება. მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს სტუდენტების მხარდაჭერისა და განათლების დაფინანსების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებ, რომ დღევანდელი აღიარება მათთვის ახალი მიზნების დასახვისა და კიდევ უფრო მაღალი შედეგების მიღწევის სტიმული გახდეს“.

 – პროფესორი თამარ წერეთელი


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ ახალგაზრდა მოცურავეებმა თბილისის შემოდგომის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს

7-8 ნოემბერს, გლდანის საცურაო აუზზე, თბილისის შემოდგომის ღია პირველობა ცურვაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული გოგოები და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო

„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტებმა „ჰაკათონი 2026“-ზე ნარჩენების მართვის ციფრული პლატფორმა წარადგინეს და სპეციალური აღიარება დაიმსახურეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა ჯგუფმა ალექსი მამნიაშვილის, ნინო მიმინოშვილისა და მარიამ წაქაძის შემადგენლობით,...

სტუდენტური აქტივობები

„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებისა და ახალგაზრდების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის მიზნით, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“,...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ARTFF 2026-ზე მიღებული გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების ჭრილში შეაფასეს

„უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან ბუნებრივად...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?