საერთაშორისო ვორქშოპი სტუ-ში – ისრაელის უნივერისტეტის პროფესორი იუვალ გარინი სტუდენტებს სემინარს ჩაუტარებს


16-20 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიოფიზიკის მიმართულებით (Advanced Biophysics) საერთაშორისო ვორქშოპი გაიმართება, რომელსაც მეცნიერებისა და ინჟინერიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის (Technion – Israel Institute of Technology-დან) პროფესორი იუვალ გარინი ჩაატარებს. აღნიშნული უნივერსიტეტი სტაბილურად იკავებს ადგილს გლობალურ ტოპ უნივერსიტეტებს შორის და არის არაერთი ნობელის პრემიის ლაურეატის alma mater.

პროფესორი გარინი არის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკური პრინციპების აღიარებული ექსპერტი, რომელიც სპეციალიზდება გენომის დინამიკასა და ერთმოლეკულურ ბიოფიზიკაში.

აღნიშნული ვორქშოპი ორგანიზებულია დოქტორ პილხაზ მ. ნანიკაშვილის მხარდაჭერით Bar Ilan Institute of Nanotechnology and Advanced Materials (BINA)-დან, რომლის თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენს ინსტიტუტებს შორის აკადემიურ თანამშრომლობაში.

ხუთდღიანი ვორქშოპი ინგლისურ ენაზე წარიმართება და სიღრმისეულად განიხილავს, თუ როგორ ხსნის ფიზიკის კანონები და გამოთვლითი მოდელები რთულ ბიოლოგიურ სისტემებს, მათ შორის დნმ-ს, რნმ-სა და ცილებს.

სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ თემებს, როგორიცაა ბიოლოგიური სისტემების მასშტაბები, შემთხვევითი სვლისა და დიფუზიის განტოლებები, პოლიმერული ფიზიკა და ცილების ფოლდინგი.

აღნიშნული ინტერდისციპლინარული ვორქშოპი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ძლიერი საფუძველი საბაზისო მათემატიკასა და ფიზიკაში და სურთ გაეცნონ მსოფლიო დონის კვლევით მეთოდოლოგიებს, ასევე, შეისწავლონ, თუ როგორ ხსნის ფიზიკის კანონები და მათემატიკური ფორმალიზმი ბიოლოგიური სისტემების ქცევას.

აღნიშნულ ღონისძიებას შესაძლებელია საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სხვა სტუდენტებიც დაესწრნენ.

მსურველებმა ვორქშოპზე დასასრებად წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაირონ.  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 მარტი.

ვორქშოპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს Technion – Israel Institute of Technology-ისა და Georgian Technical University-ის სახელით.

ადგილები შეზღუდულია და გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეგისტრაცია დროულად გაიარონ. დარეგისტრირების შემდეგ, წარმატებულ აპლიკანტებს ელფოსტით დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 8 მარტისა.

ვორქშოპთან ან განაცხადის პროცესთან დაკავშირებულ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცონო ინჟინერიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორს, დოქტორ მაიკლ კიტაევიჩს (ელფოსტა: kitaevichi.m@gtu.ge).

 


მსგავსი

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „German-Georgian Student Conference (GGSC) – 2026“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია -  „German-Georgian...

კონფერენციები და სემინარები

„მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ – III საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და...

კონფერენციები და სემინარები

„სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“- მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 - ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სფეროს ცნობილი მკვლევრები,...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ

„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც...

Placeholder
კონფერენციები და სემინარები

თბილისში DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2 სექტემბერს,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში საქართველოში დუალური უმაღლესი...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?